ხელოვნება და კულტურა

10 წლის აუტისტი გოგონას სიმღერამ მსოფლიო აღფრთოვანებაში მოიყვანა

Nusagi

10 წლის ჩრდილოეთ ირლანდიელმა გოგონამ ადამიანები მთელი მსოფლიოდან აღფრთოვანებაში მოიყვანა, მას შემდეგ, რაც სკოლის გუნდში მისი სიმღერის ვიდეო ინტერნეტში გავრცელდა.
ლეონარდ კოენის “ალილუიას” საგუნდო ვერსიის ვიდეომ, რომელიც ჩაწერილია სკოლის საშობაო წარმოდგენაზე – სამი დღის განმავლობაში170,000 ნახვა მოიპოვა.
კაილი როჯერსი, დაუნის ოლქის ქალაქ დონაგატედან აუტიზმით არის დაავადებული და ყურადღების დეფიციტის ჰიპერაქტიური მოშლილობა აქვს (ADHD), მაგრამ სიმღერა დაეხმარა მას საკუთარი თავისადმი რწმენის მოპოვებაში.

აუტიზმის ეროვნული ასოციაციის თანახმად, აუტიზმი არის “განვითარების უუნარობა, რომელიც გავლენას ახდენს პირის ხალხთან კომუნიკაციაზე და ურთიერთობაზე”. ასოციაცია აუტიზმს განსაზღვრავს, როგორც ქცევითი სიმპტომების ჯგუფს, რომელთა შორის არის “უყურადღებობა, ჰიპერაქტიურობა და იმპულსურობა”.
ადამიანები მთელი მსოფლიოს მასშტაბით მოიხიბლნენ პატარა გოგონას ხმით, რაზეც სოციალურ მედიაში მის სიმღერის უნართან დაკავშირებით გაკეთებული ასობით კომენტარი მეტყველებს.
კაილის დამრიგებელმა UTV–ს განუცხადა, რომ ვიდეო მეტყველებს, თუ რამდენად წინ გადადგმული ნაბიჯია ეს კაილისთვის, სკოლის დაწყებით, მეოთხე კლასში მისვლის შემდეგ.
“ბავშვისთვის, რომელიც მე–4 კლასში მოვიდა და საუბარი და კითხვა არ შეეძლო, აუდიტორიის წინაშე დგომა და სიმღერა ნამდვილად გასაოცარი შედეგია. ეს კაილის მხრიდან უზარმაზარ ძალისხმევას მოითხოვს”, განუცხადა Killard House–ის დირექტორმა UTV–ს.

Facebook Comments Box

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 3,972,072 ნახვა
%d bloggers like this: