უცხოური მედია

აზერბაიჯანული გამოცემა საქრთველოს პრეზიდენტს აკრიტიკებს

Nusagi

პოპულარული აზერბაიჯანული გამოცემა “ჰაკინ აზ” საქართველოს პრეზიდენტს, გიორგი მარგველაშვილს აზერბაიჯანის მიმართ ღიად გამოხატულ უპატივცემულობაში ადანაშაულებს და წერს, რომ აზრბაიჯანული საზოგადოება აღშფოთებულია საქართველოს პრეზიდენტის საქციელით, რომელმაც უარი თქვა პატივი მიეგო ხოჯალის ხოცვა-ჟლეტის მსხვერპლთა ხსოვნისათვის.

“მარნეულში, აზერბაიჯანულ მოსახლეობასთან შეხვედრის დროს, კამპანია “დამოუკიდებლობიდან თავისუფლებამდე- რესპუბლიკის 100 წელი” ფარგლებში, მარგველაშვილმა თავი ისე დაიჭირა, თითქოს ვერ გაიგო ერთ-ერთი ახალგარდა აზერბაიჯანელის თხოვნა, რომ წუთიერი დუმილით პატივი ეცა ხოჯალის ტრაგედიის მსხვერპლთათვის და განაცხადა, რომ “საქართველო მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის ესკალაციის წინააღმდეგია”. ასეთი დემოსტრაციული უგულვებელყოფა  ხალხის ტრაგედიის, , რომლებიც ქართველებთან გვერდიგვერდ  ცხოვრობენ, აღიქმება როგორც არა მხოლოდ უპატივცემულობა, არამედ საერთაშორისო ინსტიტუტების წინააღმდეგ წასვლა, რომლებმაც ხოჯალის გენოციდი დიდი ხანია ცნეს.  და ეს მიუხედავად იმისა, რომ საქართველოსთვის ყველაზე მძიმე დღეებში აზერბაიჯანელი ხალხი დახმარების ხელს უწვდიდა მოძმე ხალხს. “-ნათქვამია გამოცემაში და ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის სიტყვებს იმოწმებს, რომელმაც უახლოეს წარსულში, ქართველებს შეახსენა, რომ აზერბაიჯანმა თავის ნახევარ მოსახლეობას გაუთიშა გაზი, რათა საქართველოს დახმარებოდა, როცა გაზპრომმა ქვეყანას ბუნებრივი აირის მიწოდება შეუწყვიტა.

“ჰაკინ აზ” ნაციონალური მოძრაობის წევრის, დეპუტატ აზერ სულეიმანოვის სიტყვებს ციტირებს, რომლის მიხედვითაც:  “სამწუხაროდ, დღეს, საქართველოში არიან ჩინოვნიკები, რომლებიც დაინტერესებულნი არიან საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის ურთიერთობების გაუარესებაში. და თუ საქართველოს სომხეთისთვის გზას გახსნის, ეს ბაქოს მიმართ არამეგობრული ნაბიჯი იქნება”.

გამოცემა აღნიშნავს, რომ საქართველოს პრეზიდენტს, ისეთ სევდიან დღეს, როგორიცაა ხოჯალის გენოციდის მორიგი  წლისთავი, ჯობდა, პატივისცემა და თანაგრნობა გამოეჩინა მოძმე აზებაიჯანის მიმართ, ვიდრე სომხეთის კეთილგანწყობის შენარჩუნება ეცადა.

 

Facebook Comments

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,327,226 ნახვა
%d bloggers like this: