პოსტები სოციალური ქსელიდან

ერთი ღარიბი კაცის ცოლი კარაქს ამზადებდა, კაცს კი მაღაზის მეპატრონესთან მიჰქონდა და აბარებდა

Nusagi

ერთი ღარიბი კაცის ცოლი კარაქს ამზადებდა, მეორე დღეს ეს კარაქი კაცს მაღაზის მეპატრონესთან მიჰქონდა და  აბარებდა. კარაქს ღარიბი კაცის ცოლი რკალისებურ (წრის) ფორმას აძლევდა, რომლის წონაც ერთ კილოგრამი იყო. თანხა, რომელსაც ვაჭარი ღარიბ ცოლ-ქმარს უხდიდა, მათ ძირითად საარსებო საშუალებას წარმოადგენდა…

ერთხელაც მაღაზიის პატრონი დაეჭვდა, რომ კარაქის წონა ერთი კილოგრამი არ იყო და გადაწყვიტა, გადაემოწმებინა. მან სასწორზე აწონა კარაქის რგოლები და ნახა, რომ აბსოლუტურად ყველა მათგანი 900 გრამს იწონიდა. ამან ძალზე გააბრაზა ვაჭარი და მეორე დღეს, როცა ღარიბმა მას კვლავ მიუტანა კარაქი, უკმაყოფილოდ უთხრა:

„მე აღარ ავიღებ კარაქს შენგან, შენ მატყუებდი. კარაქის რგოლები ერთ კილოგრამს კი არა, 900 გრამს იწონის. მომშორდი, არ მოგცემ იმის უფლებას, რომ მომატყუო. ამას როგორ მიბედავდი?”….

ღარიბი კაცი გაწითლდა, ეტყობოდა, გულზე მოხვდა ვაჭრის სიტყვები, შემდეგ წყნარად თქვა… „ჩვენ ღარიბებს, სასწორი ვინ მოგვცა? გახსოვს, მე შენთან ერთი კილო შაქარი ვიყიდე. სწორედ მას ვიყენებდით მე და ჩემი ცოლი კარაქის ასაწონად”…ვაჭარი გაშრა, ხმა ვეღარ ამოიღო და უსიტყვოდ შებრუნდა მაღაზიაში…

გახსოვდეთ, რომ თქვენი საზომით გაგზომავენ თქვენც – ეს არასოდეს დაივიწყოთ!!!….

მამუკა მჭედლიშვილის ფეისბუქ-გვერდიდან

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,524,398 ნახვა
%d bloggers like this: