საგარეო პოლიტიკა

თურქეთის პარლამენტში სამმხრივი საპარლამენტო შეხვედრა ჩატარდა

Nusagi

სამმხრივი საპარლამენტო შეხვედრა საქართველოს აზერბაიჯანსა და თურქეთს შორის ანკარაში, თურქეთის პარლამენტში ჩატარდა.

შეხვედრაზე განიხილეს სამი ქვეყნის სტრატეგიული პარტნიორობის და რეგიონული უსაფრთხოების საკითხები, ეკონომიკური კავშირები ვაჭრობისა და ტრანსპორტის გზით, ასევე, მრავალმხრივი ურთიერთობები საპარლამენტო ფორმატებში.

შეხვედრის დასასრულს ხელი მოვაწერეთ სამმხრივ შთანხმებას, რომელიც პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის, სოფიო ქაცარავას თქმით,სამივე ქვეყნისთვის მნიშვნელოვან მიმართულებებს ასახავს .

“ჩვენი სამმხრივი თანამშრომლობა მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ჩვენი რეგიონისთვის, არამედ უფრო გლობალურად. სამივე ქვეყანა წარმოადგენს ევროპა-აზიის დამაკავშირებელ ცენტრს. ის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობები, რომელიც ღრმავდება ყოველწლიურად აზიასა და ევროპას შორის, გადის ამ დერეფნის მეშვეობით, და ჩვენ ვთანამშრომლობთ, რომ ეფექტურად განვახორციელოთ როგორც ინფრასტრუქტურული და ენერგეტიკული პროექტები, ასევე ვდგამთ შესაბამის პოლიტიკურ ნაბიჯებს ამ შესაძლებლობების გაზრდისკენ.”-აცხადებს სოფიო ქაცარავა.

Facebook Comments Box

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,588,622 ნახვა
%d bloggers like this: