მედდა, რომელიც მე -20 საუკუნის ყველაზე სიმბოლური ფოტოთი გახდა ცნობილი

 

გრეტა ზიმერ ფრიდმანი – მედდა, რომელიც მე -20 საუკუნის ერთ-ერთი ყველაზე სიმბოლური ფოტოთი იყო ცნობილი, რომელზეც მას მეზღვაური კოცნის, 2 წლის წინ, ვირჯინიაში, 92 წლის ასაკში გარდაიცვალა. სიცოცხლის ბოლო რამდენიმე წელი  გრეტამ მოხუცთა საცხოვრებელ დაწესებულებაში გაატარა და 2016 წელს, პნევმონიით გარდაიცვალა.

კოცნა ფოტოგრაფმა ალფრედ ეიზენშტაედმა 1945 წლის 14 აგვისტოს გადაიღო – დღეს, როდესაც იაპონიამ მოკავშირეებს კაპიტულაცია გამოუცხადა. ფოტო, რომელიც რამდენიმე კვირის შემდეგ ჟურნალ LIFE-ში გამოქვეყნდა, მეორე მსოფლიო ომის დასრულების სიმბოლო გახდა.

ზიმერ ფრიდმანის როლი ფოტოზე არ იყო წინასწარ დაგეგმილი. The New York Daily News იტყობინება, რომ იმ დროისთვის 21 წლის სტომატოლოგის ასისტენტი, რომელიც ნიუ იორკში ცხოვრობდა, შესვენებაზე თაიმს სკვერზე გავიდა, რათა გაეგო, მართალი იყო, თუ არა ჭორები იაპონიის კაპიტულაციის შესახებ. პრეზიდენტ ჰარი ტრუმენს ჯერ არ ქონდა გაკეთებული ოფიციალური განცხადება იაპონიის კაპიტულაციაზე, მაგრამ ხალხი ნიუ იორკის ქუჩებში სადღესასწაულოდ იყო გამოფენილი. როგორც კი ზიმერ ფრიდმანი თაიმს სკვერზე მოხვდა, 22 წლის მეზღვაური, ჯორჯ მენდოზა მიუახლოვდა, მაგრად მოეხვია და აკოცა.

მათი ვინაობა წლების განმავლობაში უცნობი რჩებოდა. რამდენიმე მამაკაცი და ქალი აცხადებდა, რომ ისინი იყვნენ ფოტოზე გამოსახული წყვილი. მაგრამ ავტორებმა ჯორჯ გელდორისიმ და ლოურენს ვერიამ, ანალიზის და ფოტოგრაფიის დეშიფრირების მეთოდის გამოყენებით შეძლეს დაედგინათ მენდოზას და ზიმერ ფრიდმანის ვინაობა, რომ სწორედ ისინი იყვნენ სინამდვილეში ფოტოზე გამოსახული წყვილი.

ზიმერ ფრიდმანი და მენდოზა, რომელიც ამჟამად 95 წლის არის, ერთმანეთს ხელახლა 1980 წელს შეხვდნენ, როდესაც LIFE-მა ღია კონკურსი გამოაცხადა ფოტოზე გამოსახული კოცნის წყვილის ვინაობის დასადგენად.

ისინი კვლავ შეხვდნენ ერთმანეთს 2012 წლის CBS-ს ახალ ამბებში, მას შემდეგ, რაც გალდორისის და ვერიას წიგნი – „მეზღვაური, რომელიც კოცნის – ფოტოს საიდუმლო, რომელმაც მეორე მსოფლიო ომი დაასრულა“, გამოქვეყნდა. ბედის ირონიით, მენდოზა ამ კოცნის დროს სხვა გოგონას, რიტა პეტრის ხვდებოდა. წყვილი მოგვიანებით დაქორწინდა და ამჟამად როდ აილენზე ცხოვრობს, 290 კილომეტრის დაშორებით თაიმს სკვერიდან.

რაც შეეხება ზიმერ ფრიდმანს, Daily News-ი იუწყება, რომ მან სწავლა გააგრძელა დრამატულ კურსებზე, სანამ ექიმ მისჩა მითი ფრიდმანს გაყვებოდა ცოლად 1956 წლს. წყვილი მერილენდში გადავიდა საცხოვრებლად და ორი შვილი ეყოლა – ვაჟი ჯოშუა და ქალიშვილი მარა. ჯოშუას განცხადებით, ზიმერ ფრიდმანი მეუღლის გვერდით, არლინგტონის ეროვნულ სასაფლაოზე, ვირჯინიაში დაკრძალეს. იგი სამხედრო ქვეით ჯარში მსახურობდა და 1998 წელს გარდაიცვალა.’

Facebook Comments

ახალი დადებული