პოლიტიკა

ხაჩიროვმა მიტინგი გამართა და განაცხადა, რომ ტატუნაშვილის მკვლელობასთან კავშირი არ აქვს

Nusagi

ოკუპირებულ ახალგორში მობილიზებულია სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის ძალოვანი სტრუქტურების სპეცრაზმები – ამის შესახებ რადიო თავისუფლებას ოკუპირებული ახალგორიდან ორმა წყარომ აცნობა . მათი ინფორმაციით, განსაკუთრებით აქტიურობს ე.წ. ომონი, რომელიც დაბაში ცხინვალიდან ჩაიყვანეს.

წყაროების ცნობით, სპეცდანიშნულების რაზმების წარმომადგენლები ჩხრეკენ ახალგორში შემსვლელ და გამომსვლელ ავტომანქანებს და ადგილობრივ მოსახლეობას ეუბნებიან, რომ საგანგებო მდგომარეობა უკავშირდება რუსეთის პრეზიდენტის მოახლოებულ არჩევნებს და მოსალოდნელ პროვოკაციებს.

რადიო თავისუფლების წყაროების ცნობითვე, ოკუპირებული ახალგორის გამგებელმა, ფილიპ ხაჩიროვმა დაბის მოსახლეობა შეკრიბა და მიტინგი გამართა. ხაჩიროვმა ახალგორელებს მოუწოდა, პროვოკაციის რისკის გამო სიფრთხილე გამოიჩინონ. მან ასევე განაცხადა, რომ არანაირი კონფლიქტი არ ჰქონია არჩილ ტატუნაშვილთან და მის გარდაცვალებასთან კავშირი არ აქვს.

26 თებერვალს, სამოქალაქო მოძრაობის, „ძალა ერთობაშია“ ხელმძღვანელმა, დავით ქაცარავამ განაცხადა, რომ ფილიპ ხაჩიროვია არჩილ ტატუნაშვილის მკვლელობის დამკვეთი.

Facebook Comments

ავტორის შესახებ

Info Postalioni

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,335,978 ნახვა
%d bloggers like this: