საზოგადოება

საჭიროა სამაგალითოდ დაისაჯოს თუნდაც ერთი ბანკი და რამოდენიმე თანამშრომელი….

Nusagi

კომპოზიტორი მიხეილ ზაქარიაშვილი, რომელმაც “საქართველოს ბანკთან” შექმნილი პრობლემების გამო შესაძლოა საცხოვრებელი სახლი დაკარგოს, სოციალურ ქსელში განცხადებას ავრცელებს.

“მეგობრებო მე ადვოკატი არ ვარ, მუსიკოსი ვარ და ვიბრძვი ჩემი სიმართლისთვის! უამრავი ხალხი მირეკავს და მთხოვს დახმარებას ! მიმართეთ იურისტებს მეგობრებო მე რით შემიძლია თქვენ დაგეხმაროთ? როდესაც საპროტესტო აქციებს დავიწყებ დამიდექით გვერდით და ერთად ვიბრძოლოთ იმ უსამართლობისთვის რასაც ბანკები სჩადიან მოსახლეობის მიმართ!

ვიმეორებ მიმართეთ ადვოკატებს მე რაც შემიძლია ის არის, რომ მოგცეთ ჩემი ადვოკატების ნომრები და გისურვოთ წარმატებები. როცა აქციები დაიწყება დავდგეთ ერთად, იბრძოლეთ თქვენ თქვენი სიმართლისთვის და ვეღარ გაბედავენ თქვენს დასჯას და მოტყუებას. თუ ერთად დავდგებით ვაიძულებთ ვისაც ეს ხელეწიფება, რომ შეცვალოს ბანკების უმსგავსო უგულო მოქცევა მოქალაქეების მიმართ . მსგავსი დარღვევები აღარ უნდა განმეორდეს ამისათვის საჭიროა სამაგალითოდ დაისაჯოს თუნდაც ერთი ბანკი და რამოდენიმე თანამშრომელი….”-წერს ზაქარიაშვილი.

Facebook Comments Box

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,525,229 ნახვა
%d bloggers like this: