პოსტები სოციალური ქსელიდან

ფართოდ გავრცელებული 4 სირობა, ნატოსა და რუსეთთან ჩვენი ურთიერთობის გამო

Nusagi

ექიმი დავით გადელია, საქართველოს ნატოსთან და რუსეთთან ურთიერთობის შესახებ, საზოგადოებაში ფართოდ გავრცელებულ მცდარ შეხედულებებს  აღწერს:

დავით გადელია: ფართოდ გავრცელებული რამოდენიმე სირობა, ნატოსა და რუსეთთან ჩვენი ურთიერთობის გამო:

1-სირობა. “საქართველომ ბევრი რამ გააკეთა ნატოსა და ამერიკისთვის, სისხლიც დაღვარა და ტერიტორიებიც დაკარგა! რათ გვინდა ამერიკა და ევროპა, ჩვენ თავს მივხედოთ თვითონ!”- საქართველომ თუ რამე გააკეთა, კარგი ან შეცდომა, გააკეთა თავისთვის და შეცდომებიც თვითონ დაუშვა! ეს ზღაპარი ახალი არაა. ჩვენი ისტორიის განხილვისას ხშირად წამიკითხავს- “საქართველომ 7-საუკუნედან ბევრი რამ გააკეთა, ევროპის მუსულმანური აგრესიისგან დასაცავად! ჩვენ ვიყავით მთავარი ფორპოსტი და ა.შ…. ხო, სულ პრუსიის და საფრანგეთის გადასარჩენად ვიბრძოდით, ან ისინი გვბალელშიკობდნენ გაგიჟებით- ე ბიჭო, თქვენი იმედიღა გვაქვსო!”… საერთოდ არ იცოდნენ, ვის ვეომებოდით მაშინ და ახლაც თუ ამერიკა- ევროპას არ დავეხმარეთ- დაიქცევიან!! ყველაფერი, რასაც ვაკეთებთ ნატოს და სხვა ქვეყნებისთვის ჩვენი ფუნქციების, ცივილიზირებულობის და ა.შ. დასამტკიცებლად, მათ შორის ავღანეთში ან სხვაგან სისხლის დაღვრით, გვჭირდება მხოლოდ ჩვენ, ჩვენ შვილებს და არცერთი წვეთი არაა დაღვრილი ამაოდ!! რა თქმა უნდა, ამერიკას და დასავლეთს ჩვენ უნდა დავუმტკიცოთ, რომ ღირსი ვართ მათი ყურადღების და ყველანაირი დახმარების, თორემ ამერიკელთა 98% -ს სულ ცალ ფეხზე ვკიდივართ რა მომავალი გვექნება! არა, ბოდიშს ვიხდი… გატყუებთ.. 98 კი არა, 99-ს და ფეხზე კი არა…

2-სირობა: “საქართველოში არსებული ეკონომიკური სიდუხჭირე იძულებულს ხდის ადამიანებს რუსეთში ეძიოს ხეირი!” … უკაცრავად, ამის მთქმელებს ნანახი გაქვთ ნამდვილი რუსეთი??? მიუხედავად ჩვენი ქვეყნის ეკონომიკური მდგომარეობისა, ახლოსაც ვერ მოვა რუსეთი ჩვენთან ჯანდაცვის, ცხოვრების საშუალო დონის, სიცოცხლის ხანგრძლივობის, ბავშვთა სიკვდილიანობის მონაცემების მხრივ! რუსეთის იმედი რანაირად შეიძლება ჰქონდეს ვინმეს??? თავად შეძლებულ რუსებსაც არა აქვთ!!

3-სირობა. დასავლეთთან დაახლოების და რუსეთის აქტიური, აგრესიული მოწინააღმდეგეები- გარკვეული უაზრო და მოჩვენებითი ბრავადით (ზოგჯერ მავნებლურითაც!), არიან ფსევდო ლიბერალები- რომლებიც პირველ პლანზე წამოსწევენ მათი აზრით მნიშვნელოვან, მაგრამ მახინჯი და ავადმყოფური ჩვევების ქონის უფლებებს, ასევე ის პარტიები, რომლებიც ხალხში ცუდი რეპუტაციით სარგებლობენ. რაც ქმნის, მმართველი პარტიის მიერ, ვექტორის შეცვლის ილუზიას. სინამდვილეში, ამ ვექტორს ვერავინ ვეღარ შეცვლის! ჩვენი შვილების მენტალობა სრულიად შორდება რუსეთის მასოვკის, ვატის მენტალობას (თორემ, რა თქმა უნდა რუსეთში რაოდენობრივად ძალიან ბევრი ჭკვიანი და ნორმალური ადამიანია, რომელიც პროცენტულად მაინც არაა ალბათ ბევრი) და ვერანაირი რუსული პროპაგანდა, ვიღარც კუანა რუსოფილის მიერ წამოკნავლებული, ამ ვექტორს ვერ შეცვლის და დღევანდელობის შედარება 1922წელთან- ყოველგვარ საფუძველს მოკლებულია!

4-სირობა. “ჩვენ რომ რუსეთთან მეგობრული ურთიერთობა გვქონდეს, არ გავაბრაზოთ, ყველაფერს დაგვიბრუნებს და ჩვენ ჭკუაზე ვატარებთ”… ეს ისეთი სირობაა, ახსნა რომ დავიწყო, მეც უნდა დავიდე ამ მდგომარეობამდე…

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,587,302 ნახვა
%d bloggers like this: