მეცნიერება

ერთ დღეს ერთი პატარა ბიჭი სკოლიდან სახლში დროზე ადრე დაბრუნდა

Nusagi

ერთ დღეს ერთი პატარა ბიჭი სკოლიდან სახლში დროზე ადრე დაბრუნდა. ოთახში შესულმა დედას კონვერტი გაუწოდა, რომელშიც მასწავლებლის მიერ გამოტანებული წერილი იდო, თან სთხოვა, ხმამაღლა წაეკითხა, რას სწერდა მასწავლებელი….

დედამ წერილი კონვერტიდან ამოიღო, გაშალა, რამდენიმე წამი თვალცრემლიანი იდგა, შემდეგ კი კითხვა დაიწყო:  „თქვენი შვილი ნამდვილი გენიოსია, ჩვენს სკოლას არ აქვს საკმარისი რესურსები და არ ჰყავს შესაბამისი კვალიფიკაციის მასწავლებლები, რომლებიც ბავშვს სათანადო განათლებას მისცემენ. ამიტომ გირჩევთ, ბიჭს სახლში გააგრძელებინოთ სწავლა“.

ამ დღიდან დიდი ხნის შემდეგ, როცა დედა უკვე გარდაცვლილი იყო, უკვე დაკაცებული ის პატარა ბიჭი ოჯახის არქივის თვალიერებისას პატარა კონვერტს წააწყდა. კონვერტი მაშინვე ეცნო, გახსნა და შიგ თავისი ბავშვობისდროინდელი სკოლის მასწავლებლის წერილი აღმოაჩინა, რომელშიც ეწერა: “თქვენი შვილი, სამწუხაროდ, გონებრივად ჩამორჩენილია, ჩვენ არ შეგვიძლია მას ვასწავლოთ სასკოლო საგნები, ამიტომ ჩვენი რეკომენდაციაა, ბიჭს სახლში ინდივიდუალურად და შესაძლებლობის მიხედვით მისცეთ განათლება“….

უკვე დაკაცებულ იმ პატარა ბიჭს თვალები ცრემლით აევსო, ყელში ბურთი გაეჩხირა. შემდეგ კი აკანკალებული ხელით კალამი აიღო და თავის დღიურში ჩანაწერი გააკეთა: „თომას ალვა ედისონი იყო გონებრივად ჩამორჩენილი ბავშვი, მაგრამ მას ჰყავდა არაჩვეულებრივი, გმირი დედა, რომლის ძალისხმევით, შთაგონებითა და რწმენით მსოფლიომ შეიძინა დიდი მეცნიერი, მეწარმე, გამომგონებელი და საზოგადო მოღვაწე. დედის გმირობის წყალობით, ეს ბიჭი თავისი საუკუნის დიდ გენიოსად იქცა“….


დედა – ეს არის რწმენა, სიმშვიდის კალაპოტი, ყველაზე ნათელი შუქურა ბნელ ოკეანეში…დედა – ეს არის ადამიანი, რომელსაც შეუძლია, ყველა და ყველაფერი შეცვალოს, მაგრამ მას ვერავინ ვერასდროს შეცვლის .
გილოცავთ დედის დღეს!
გიყვარდეთ და გახსოვდეთ დედები! 

მამუკა მჭედლიშვილის ფეისბუქ-გვერდიდან.

 

თომას ედისონის და მისი დედის, ნენსი ედისონის ქანდაკება ოჰაიოში.

Facebook Comments Box

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,599,844 ნახვა
%d bloggers like this: