საზოგადოება

დიდი სიყალბე ბევრ სიყალბეთა შორის, რომელიც ქართველებს ჩაგვიდენია, დედის დღის დაწესება იყო

Nusagi

3 მარტს, საქართველოში დედის დღე აღინიშნა. ფეისბუქმომხმარებელი გოგა ოძელი, 80-იან წლებში ამ დღის დაწესებას დიდ სიყალბეს უწოდებს, რადგან მას შემდეგ, ქართველი დედებს უამრავი სიძნელის გადალახვა უწევთ.

“კიდევ ერთი დიდი სიყალბე, ბევრ სიყალბეთა შორის, რომელიც ქართველებს ჩაგვიდენია, ეს იყო დედის დღის დაწესება. მახსოვს,ოთხმოციანი წლების ბოლოს, ურაპატრიოტებმა და “მამულიშვილებმა” ერის ზნეობრივი შეხედულებების გადაფასება მოინდომეს და 8 მარტის ალტერნატივად 3 მარტი დედის დღედ გამოაცხადეს. იმ დღიდან მოყოლებული ათიათასობით დედა გავაგდეთ უცხოეთში სამუშაოდ, უამრავ დედას მოვუკალით შვილი, უამრავი დედა დავაქვრივეთ, უამრავი დედა ვაქციეთ ლტოლვილად. ბანკირების მიერ გამოსასახლებლად მისული აღმასრულებლები დედებს უგრეხენ ხელებს, წამლის ფული არა აქვთ მოხუც დედებს, დედები მშივრები რჩებიან, რომ შვილებს ულუფა გადაუნაწილონ…… დღეს ბევრი სადღეგრძელო დაილევა საქართველოში, ბევრი რესტორნის სურათი დაიყრება ფეისბუქზე და ამ სიყალბეში იძირება გონიერება და სიყვარული, რომელიც მარადიულია, ისე როგორც დედა…….”

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,554,161 ნახვა
%d bloggers like this: