ახალი დამატებული

მოსკოვს ციკლონი დაატყდა თავს

Nusagi

ევროპის შემდეგ ციკლონი მოსკოვსაც დაატყდა თავს. რუსეთის დედაქალაქსა და მის შემოგარენში გადაუღებლად თოვს და ძლიერი ქარია. უამინდობის გამო შეფერხებებით მუშაობს საზოგადოებრივი ტრანსპორტი და რკინიგზა. მოსკოვის აეროპორტებში ათობით რეისი გაუქმდა. მეტეოროლოგები მოსკოვში რეკორდულ თოვლს და ძლიერ ყინვას ელოდებიან. თოვა მოსკოვში გვიან საღამოს დაიწყო და ამ დრომდე გრძელდება. სინოპტიკოსების პროგნოზით უახლოესი 2 დღის განმავლობაში მოსალოდნელმა ნალექმა შესაძლოა ბოლო 70 წლის რეკორდი მოხსნას. ვარაუდობენ , რომ ტემპერატურა მინუს 20 გრადუსამდე დაეცემა. რეგიონში განგაშის ყვითელი დონეა გამოცხადებული .

Facebook Comments Box

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,525,223 ნახვა
%d bloggers like this: