საზოგადოება

სად არის მრავალმილიონად შეფასებული ვიოლინო, რომელიც ნიკა რურუას დავალებით გარდაცვლილი მევიოლინეს ოჯახიდან წაიღეს?

Nusagi

ქალბატონი ნინო მამუკელაშვილი სოციალურ ქსელში სკანდალურ ინფორმაციას აქვეყნებს:

ნინო მამუკალაშვილი: მოსკოვში, 2012 წელს, 9 ივლის, დილით, ადრე,  გარდაიცვალა უდიდესი მევიოლინე მარინე იაშვილი.როგორც ეს ამბავი გახდა ცნობილი, რამდენიმე საათიში ოჯახში მივიდა საქართველოს საელჩოს წარმომადგენელი და მოითხოვა, რომ ქართული კულტურის საგანძური, ანტონიო სტრადივარის ვიოლინო,  მისთვის გადაეცათ (ამ ვიოლინოთი მარინა იაშვილი 65წელი სარგებლობდა და ჰქონდა დიდი ხნის წინ შეთავაზება რომ შეესყიდა,რაზედაც მან უარი განაცხადა,რადგან უნდოდა რომ მის მერე ნიჭიერი მევიოლინესათვის გადაეცათ). გაფორმდა გადაცემის ხელშეკრულება და ამის მერე სტრადივარის მრავალ მილიონად შეფასებული ვიოლინო არავის არ უნახავს! რატომ არავინ არ დაინტერესდა ვიოლინოს ბედით, არც კულტურის სამინისტრო და არც შინაგან საქმეთა სამინისტრო? ჯერ ერთი რომ ყუთში უმოქმედოთ მყოფი ვიოლინო გამოუსადეგარი ხდება და კარგავს თავის თვისებებს, ეჭვია რომ ვიოლინო გატანილია საზღვარ გარეთ და დიდი ხნის გაყიდულია!

ნინო მამუკელაშვილის პოსტს მუსიკოსის და, ირინე იაშვილი გამოეხმაურა:

ირინე იაშვილი: მინდა დიდი მადლობა გადავუხადო ნ. მამუკელაშვილს, ამ პოსტის გამოქვეყნებისთვის. მარინე ჯერ დაკრძალული არ გვყავდა, როცა კულტურის სამინისტროდან დამირეკეს: ნ. რურუას ბრძანებით გირეკავთ და გთხოვთ ვიოლინო დააბრუნეთ. დაგვაცალეთ-მეთქი, – ვუპასუხე გაოგნებულმა და მალეც წაიღეს კიდეც! გასაოცარია, რომ არავის არ აინტერესებს სად არის უნიკალური ინსტრუმენტი, რომელიც ასე უყვარდა ჩემს დას!!

საინტერესოა, სად არის დღეს,  მრავალ მილიონად შეფასებული სტრადივარიუსის ვიოლინო, რომელიც, როგორც ქალბატონი ირინე ამბობს, კულტურის მაშინდელი მინისტრის, ნიკა რურუას დავალებით წაიღეს გარდაცვლილი მუსიკოსის ოჯახიდან.  “ინფო ფოსტალიონი” შეეცდება, მოიპოვოს რაიმე სახის ინფორმაცია აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით. 

Facebook Comments Box

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,708,594 ნახვა
%d bloggers like this: