საზოგადოება

ვინ არიან ადამიანები, რომლებიც ჩხუბის დროს, მოწინააღმდეგეს ბავშვებით ცემენ

Nusagi

ინტერნეტში გავრცელდა საქართველოში გადაღებული შემზარავი კადრები, რომლებშიც კარგად ჩანს, თუ როგორ იყენებს ხელჩართული  ჩხუბის დროს, ბოშა ქალი მცირეწლოვან ბავშვს. კადრები იმდენად შემაძრწუნებელია, რომ ფეისბუქმომხმარებელთა ნაწილს ის დადგმულიც კი ჰგონია, თუმცა ვიდეო რომ რეალურ სურათს ასახავს, ამაში InfoPostalioni თვითმხილველებთან საუბრისას  დარწმუნდა.

როგორც ჩვენთვის ცნობილი გახდა, ბათუმში გადაღებულ კადრებზე აღბეჭდილი ბოშათა ჯგუფი ხშირად შეინიშნება თბილისშიც. ლესელიძის ქუჩაზე, აღმაშენებელსა და რუსთაველზე. ბოშები ხშირად არიან შემჩნეულნი ქურდობასა და ტურისტების ძარცვაში.

ზომოთ აღნიშნულ ტერიტორიაზე არსებული ერთ-ერთი მაღაზიის მფლობელმა გვითხრა, რომ ბოშები აქ ჯგუფებად მოძრაობენ. “ისინი უეცრად შემოეხვევიან ტურისტს, შებოჭავენ, რამდენიმე არასრულწლოვანი აკავებს, დანარჩენები კი ჯიბეებიდან ნივთებს აცლიან . ხშირია, როდესაც კაფედან გამოსულ სტუმრებს მოულოდნელად ესხმიან თავს, აფურთხებენ, შემდეგ კი რაც ვიდეოზე ჩანს, მსგავსი სურათის მოწმენი ვხდებით.  პოლიციის დანახვაზე ვითომ კრუნჩხვებში ვარდებიან, იტყუებიან, თითქოს პოლიციამ იძალადა მათზე, ხშირად თავს იმკვდარუნებენ, რომ ხალხის ყურადღება მიიქციონ. შემდეგ პროცესი შეიძლება ისე განვითარდეს, რომ გამვლელებმა სამართალდამცველების გამტყუნება დაიწყონ.  ისინი, ვინც ძარცვაში მონაწილეობენ, ძალიან პატარები არიან, 4-5 წლისებიც კი.  ვინც მათ დაყვება,  თავად არ ძარცვავს, მხოლოდ მითითებებს აძლევს ბავშვებს”-გვითხრა მან..

რაც შეეხება მცირეწლოვანი ბავშვის მოქნევას და ჩარტყმას, გავესაუბრეთ ადამიანს, რომელიც ევროპის მოედანზე ხილის წვენს ყიდის. მისი თქმით, ეს იშვიათი მოვლენა არ არის, ხშირად ბოშებს ბავშვი ფეხებით უჭირავთ და თავით ურტყამენ. მისივე თქმით, თავად შეესწრო ფაქტს, როდესაც ერთ-ერთი ბოშა ქალი ემუქრებოდა მძღოლს, რომ თუ ფულს არ მისცემდა, მანქანას დაძრავდა თუ არა, ბავშვს კაპოტზე შეუგდებდა და შემდეგ უჩივლებდა.

 

Facebook Comments Box

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,588,622 ნახვა
%d bloggers like this: