საზოგადოება

თავისუფლები მოედანზე არჩილ ტატუნაშვილისადმი სოლიდარობის აქცია დასრულდა

Nusagi

თავისუფლების მოედანზე, არჩილ ტატუნაშვილისადმი სოლიდარობისა და რუსული ოკუპაციის წინააღმდეგ გამართული აქცია „მშვიდობა ომზე მეტია! Peace > war!“ დასრულდა.
აქციის მონაწილეებმა თავისუფლების მოედანზე, წმინდა გიორგის მონუმენტთან ყვავილები მიიტანეს და სანთლები დაანთეს. მათ წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს ცხინვალში დაღუპული არჩილ ტატუნაშვილის ხსოვნას. ასევე, გაიმართა ფლეშმობი ლოზუნგით “ომი არ დასრულებულა” (war is not over!). აქციაზე შედგა რეჟისორ თაკო რობაქიძის მოკლემეტრიაჟიანი დოკუმენტური ფილმის ჩვენება, რომელიც ოკუპაციის ხაზთან მცხოვრები მოქალაქეების ყოფას ასახავს.

აქციის ორგანიზატორები რიგითი მოქალაქეები არიან, რომლებმაც აღნიშნული ღონისძიება სოციალურ ქსელში დაგეგმეს.

Facebook Comments Box

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,525,229 ნახვა
%d bloggers like this: