საგარეო პოლიტიკა

ბალტიისპირეთში ინფორმაციული ბომბი აფეთქდა

Nusagi

ბალტიისპირეთში “ინფორმაციული ბომბი” აფეთქდა, ამის შესახებ “sputnik ლიტვა” იუწყება. გაზეთ “რესპუბლიკის” მფლობელმა და მთავარმა რედაქტორმა ვიტას ტომკუსმა ყოველკვირეულ გამოცემაში ლიტვის კაგებეს საიდუმლო თანამშრომლების სიების გამოქვეყნება დაიწყო, რომლებმაც თითქოსდა ეს თავად აღიარეს ლიტვაში მიმდინარე ლუსტრაციის პროცედურების დროს.

1589 კაციანი სია 1991 წელს შეიქმნა ლიტვის ლუსტრაციის სახელმწიფო კომიტეტის მიერ. მთელი შემდეგი წლები კომისიას მიმართავდნენ ადამიანები აღიარებებით, რომ ისინი ლიტვის უშიშროებასთან თანამშრომლობას ეწეოდნენ, კომისია კი პირდებოდა, რომ მათი გვარები ფართო საზოგადოებისთვის ცნობილი არ გახდებოდა.

ვიტას ტომკუსმა სიის პირველი ნაწილი გამოაქვეყნა, რომელსაც ლიტვის სეიმის გადაწყვეტილებით, მინიჭებული აქვს გრიფი “სრულიად საიდუმლო” შემდგომი 75 წლის ვადით.

მათ შორის აღმოჩნდნენ ლიტვის ამჟამინდელი პრეზიდენტი დალია დალია გრიბაუსკაიტე, “ლიტვის დამოუკიდებლობის მამა” ვიტაუტას ლანდსბერგისი, პრემიერ-მინისტრი საულიუს სკვერნიალისი და ბევრი სხვა ცნობილი პოლიტიკოსი (ექსპრეზიდენტები, ექს-პრემიერები, ექს-მინისტრები, ექს-სპიკერები), მსხვილი ბიზნესმენები, კულტურის მუშაკები.

პუბლიკაციაში აღნიშნულია, რომ მსოფლიოში უამრავი ადამიანია, რომლებსაც ერთნაირი გვარი და სახელი აქვთ, ამიტომ, თუ გაზეთის ფურცლებზე რომელიმე ცნობილი პიროვნების, პოლიტიკოსის გვარს აღმოაჩენთ, შესაძლოა ეს სულაც არ იყოს ის, ვინც თქვენ გგონიათ. ნახევარი საუკუნის მანძილზე სულ 118 ათასმა ადამიანმა ითანამშრომლა ლიტვის “კაგებესთან”, რომელთა შორის ცნობილ ადამიანებთან ერთად უბრალო მწველავები, მუშები და ქვის მთლელები არიან.

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

infopostalioni_rcifye

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,588,596 ნახვა
%d bloggers like this: