საზოგადოება

დღეს, ტრაგიკულ მდგომარეობაში მყოფი ოჯახი ყველაზე დიდი თვითშეგნებით ეკიდება ამ საქმეს

Nusagi

შინაგან საქმეთა მინისტრმა, გიორგი გახარიამ, პირველი არხის ეთერში, გადაცემაში “ახალი კვირა”,  არჩილ ტატუნაშვილის გადმოსვენების შესახებ ისაუბრა. მისი თქმით, ოჯახი დეტალურად არის ინფორმირებული ყველაფერზე, რასაც სახელმწიფო ინსტიტუტები ამ მიმართულებით აკეთებენ. მინისტრის თქმით, ტატუნაშვილის ოჯახი ამ საქმეს ყველაზე მეტი თვითშეგნებით ეკიდება, თუმცა არიან ადამიანები, რომლებიც ამ ტრაგედიას პოლიტიკურ ელფერს სძენენ.

“მინდა ერთ რამეს გავუსვა ხაზი, ფაქტია ერთი რამ, დღეს, ყველაზე ცუდ , ტრაგიკულ მდგომარეობაში მყოფი ოჯახი ყველაზე დიდი თვითშეგნებით ეკიდება ამ საქმეს. სამწუხაროდ, არსებობენ ადამიანები და გაერთიანებები, რომლებიც ამ ტრაგიკულ მოვლენას გარკვეულ პოლიტიკურ ელფერს სძნენ. ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენი პირველი ამოცანაა,რომ ჩვენი მოქლაქე საქართველოში იყოს პატივმიგებულირაც შეიძლება მალე და მხოლოდამის შემდგომ გავაკეთოთ ის განცხადებები, რომლებიც პოლიტიკურად იქნება მოტივირებული. ამ პოზიციაზეა ოჯახიც, რაზეც მინდა მათ დიდი მადლობა გადავუხადო. ჩვენ თითქმის ყოველდღე გვაქვს ერთმანეთთან კომუნიკაცია. მათ დეტალურად იციან, თუ რას აკეთებს თითოეული სახელმწიფო ინსტიტუტი.”

Facebook Comments Box

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,524,393 ნახვა
%d bloggers like this: