მედიცინა ჯანდაცვა

კლუბურ ნარკოტიკად წოდებული “კეტამინი” შეიძლება ჩვენი საუკინის უდიდესი აღმოჩენა იყოს

კეტამინი
Nusagi

Harvard Review of Psychiatry სტატიის მიხედვით, კლუბურ ნარკოტიკად წოდებული პრეპარატი “კეტამინი” შეიძლება ჩვენი საუკუნის უდიდესი აღმოჩენა იყოს.

ახალი კვლევების შედეგად დადგინდა, რომ სწორად დოზირებული კეტამინით მკურნალობა 10 დან 9 ადამიანში დეპრესიის გარკვეული ტიპების სამკურნალო სწრაფი და ეფექტური საშუალებაა.

დეპრესია დაავადებაა, რომლის შედეგადაც პაციენტს შეიძლება მოულოდნელად განუვითარდეს სუიციდალური აზრები, ან სრული უსუსურობის შეგრძნება.

უკვე რამდენიმე წელია მსოფლიოში თვითმკვლელობების სტატისტიკაში ზრდის ტენდენცია აღინიშნება, AFSP-ის სტატისტიკის მიხედვით, მხოლოდ ამერიკაშ,ი დღეში საშუალოდ 123 სუიციდის ფაქტი ფიქსირდება, სუიციდის მაჩვენებელი მამაკაცებში ბევრად მაღალია და ის 3.5 ჯერ მეტია ვიდრე ქალებში.

კვლევების შედეგად დადგინდა, რომ კეტამინით შეიძლება დეპრესიის გარკვეული სიმპტომების მკურნალობა პაციენტებში, რომლებიც სხვა მედიკამენტებზე არ რეაგირებენ.

კვლევის ავტორის, კრისტინა კუზინის აზრით, პრობლემა კომპლექსურია, მაგრამ ორი მთავარი ფაქტორის გამოყოფა მაინც შეიძლება, პირველი არის ის, რომ სამედიცინო დახმარება არ არის ყველასათვის ხელმისაწვდომი და მეორე არის თანმდევი სტიგმა, რომელიც ამ დაავადებას ახლავს

თუ თქვენ გაქვთ ასთმა, ეს ჩვეულებრივ მოვლენად ითვლება და თქვენი ბრალი არ არის, მაგრამ თუ თქვენი ტვინის რომელიმე ნაწილი არ ფუნქციონირებს სწორედ, მაშინ ეს რატომღაც თქვენი ბრალია – ამბობს კრისტინა კუზინი.

ნარკოტიკული საშუალებები როგორებიცაა (მაგიური სოკო, LSD და სხვები) ადრეც გამოიყენებოდა დეპრესიის სამკურნალოდ, მაგრამ ისინი არალეგალურია და პაციენტებს უმიზეზოდ აყენებდა ამაღლებულ ხასიათზე, ამის გარდა პაციენტების უმრავლესობას არ მოსწონდა ფსიქოდელიკური ნარკოტიკული თრობის ქვეშ ყოფნა.

კეტამინით მკურნალობამ აჩვენა, რომ ის ძირეულ სიმპტომებს ებრძვის. ასეთებია: მოწყენილობა, სუიციდალური აზრები, უსუსურობის შეგრძნება და გამოუსადეგრობის გრძნობა.

კეტამინის სამკურნალო ეფექტებით ფარმაცევტული კომპანიებიც დაინტერესდნენ და რამოდენიმე კომპანიამ დაიწყო მედიკამენტის შემუშავება, რომლებიც ანტიდეპრესანტის სახით გაიყიდება.

კვლევის ავტორის თქმით,

ამჟამად კეტამინის დიდხნიანი ეფექტი გამოკვლეული არ არის და კვლევების უმრავლესობა მხოლოდ რამოდენიმე კვირა გრძელდებოდა. პრეპარატი არც FDA-ს მიერ არის ავტორიზირებული და ამიტომაც მის მოხმარებას სადაზღვეო კომპანიები არ აანაზღაურებენ. კუზინის თქმით კვლევები ჯერ ადრეულ სტადიაზეა, მაგრამ პრეპარატს ძალიან დიდი პოტენციალი აქვს .

Facebook Comments

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,335,083 ნახვა
%d bloggers like this: