ხელოვნება და კულტურა

ოსკარის პრემიის ლაურეატები დასახელდნენ

Nusagi

ლოს-ანჯელესში “ოსკარის” პრემიის გადაცემის  ცერემონა გაიმართა. უკვე ზედიზედ მეორედ, ცერემონიას წამყვანი ჯიმი კილმელი უძღვებოდა. მან თავდაპირველად წინა წლის დაჯილდოებაზე მომხდარი ინციდენტი გაიხსენა, როდესაც “საუკეთესო ფილმის” გამოცხადებისას, მსახიობებს კონვერტები აერიათ.

მთავარი ნომინაცია “საუკეთესო ფილმი” წილად ხვდა ფილმს “წყლის ფორმა”, საუკეთესო რეჟისორი კი იმავე ფილმის რეჟისორი, გილმერო ტორო გახდა.

ქალის მეორეხარისხოვანი როლის საუკეთესო შემსრულებლად ელისონ ჯენი დასახელდა ფილმისთვის “ტონია ყველას წინააღმდეგ”. კატეგორიაში “მამაკაცის მეორეხარისხოვანი როლის საკუკეთესო შემსრულებელი” სემ როქუელმა გაიმარჯვა ფილმში “სამი ბილბორდი ებინგის  საზღვარზე, მისური”.

საუკეთესო ადაპტირებული სცენარისთვის პრიზი ჯეიმს აივორის მიენიჭა ( “ჩემი სახელი დამიძახე”), ორიგინალურისთვის კი ჯორდან პილს (“გაეთრიე”).

საუკეთესო მსახიობი ქალი ფრენსის მაკდრომენდი გახდა ფილმისთვის “სამი ბილბორდი ებინგის საზღვარზე, მისური”. ნომინაციაში “მამაკაცის როლის საუკეთესო შემსრულებელი” ჰარი ოლდმენმა გაიმარჯვა ფილმში “ბნელი დრო”.

“ოსკარი” საუკეთესო დოკუმენტური ფილმისთვის ამერიკულ პროექტს  მიენიჭა, რომელიც რუსეთში დოპინგის სკანდალს მიეძღვნა.

ნომინაციაში “საუკეთესო უვცხოენოვანი ფილმი” “ოსკარი” სებასტიან ლელიოს (ჩილე) ფილმს, “ფანტასტიური ქალი” გადაეცა.

ამერიკული კინოაკადემიის პრემია , რომელსაც 1940 წლიდან “ოსკარი” ეწოდა, 1929 წლიდან ყოველწლიურად გაიცემა. დაჯილდოების ცერემონია ლოს-ანჯელესში მიმდინარეობს.

 

Facebook Comments Box
თეგები

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,524,400 ნახვა
%d bloggers like this: