ხელოვნება და კულტურა

კულტურის სამინისტროში, სოციალურ ქსელებში გავრცელებულ ინფორმაციებს არ ეცნობიან?

Violinist Adrian Pintea, from The Julliard School, plays a 1729 Stradivari known as the "Solomon, Ex-Lambert" in 2007 at Christie's in New York
Nusagi

ქალბატონ ნინო მამუკელაშვილის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომელიც მევიოლინე მარინე იაშვილის გარდაცვალების შემდეგ, სტრადივარიუსის ვიოლიონოს გაქრობას ეხებოდა, სოციალურ ქსელში დიდი გამოხმაურება მოყვა.

nfopostalioni აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ინფორმაციის მიღებას კულტურის სამინისტროში შეეცადა და სამინისტროს მედიაკომუნიკაციის სამმართველოს დაუკავშირდა. თუმცა როგორც გვითხრეს, მათ სოციალურ ქსელში გავრცელებული ინფორმაციისთვის თვალი არ მიუდევნებიათ, საქმესთან დაკავშირებით კი კომენტარს ვერ გააკეთებენ, რადგან ვიოლინოს დაკარგვის შესახებ საქმის მოსაკვლევად წერილობით არავის მიუმართავს.

სამინისტროში განგვიმარტეს, რომ კომენტარს მას შემდეგ გააკეთებენ, თუ  საჭირო გახდება ამ საქმის შესახებ მოკვლევის ჩატარება.  ამ ეტაპზე კი მომხდართან დაკავშირებით პასუხი არ აქვთ. შეგახსენებთ, რომ გუშინ, 4 მარტს, გავრცელდა ნინო მამუკელაშვილის განცხადება, რომლის მიხედვითაც 2012 წელს მოსკოვში, ქართველი მევიოლინის, მარინე შარაშენიძის გარდაცვალების შემდეგ , ოჯახიდან კულტურის მაშინდელი მინისტრის, ნიკა რურუას დავალებით, მრავალმილიონად ღირებული ანტონიო სტრადივარიუსის ვიოლინო გაიტანეს, რომლის ადგილ-სამყოფელი დღემდე უცნობია. ინფორმაცია მუსიკოსის დამ, ირინე იაშვილმაც დაადასტურა.

ვიოლინო ქართული კულტურის საგანძურს მიეკუთვნება და მარინე იაშვილთან 65 წლის განმავლობაში ინახებოდა.

Facebook Comments Box

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,594,988 ნახვა
%d bloggers like this: