საზოგადოება

ნუ ,,გაიფლაშვები” ფარშევანგივით- მგზავრის ყოფა-ქცევის ეთიკა

Nusagi

მგზავრის ყოფა-ქცევის ეთიკა:
1. არ შეიძლება ტელეფონზე დიდხანს და ხმამაღალი საუბარი (არავის არ აინტერესებს შენმა საყვარელმა ვისთან გიღალატა)
2.  სამგზავრო ფული გაამზადე წინასწარ. (რომ ჩადიხარ და მერე ეძებ ფულს, დრო გადის)
3. გაჩერება მოითხოვე წინასწარ.
4. ნაცნობი მგზავრები ხმამაღლა ნუ ისაუბრებთ ერთმანეთთან და ნუ შეაწუხებთ სხვას, ვინაიდან შესაძლოა სხვა მგზავრი დაღლილი იყოს ან ეძინებოდეს, ან უბრალოდ წყნარად მგზავრობა სურდეს.
5. ნუ ,,გაიფლაშვები” ფარშევანგივით, დაკმაყოფილდი იმ ერთი კონკრეტული შენი ადგილით და ნუ შეაწუხებ გვერდით მჯდომს.
6. ფანჯრის გახსნა-დახურვა შეათანხმე გვერდით და უკან მჯდომთან.
7. არ შეიძლება ნაგლურად და ე.წ. ,,ბლატნოი” სტილით გაჩერების მოთხოვნა, გაჩერება შეგიძლია ცივილიზებულად და თავაზიანად მოითხოვო.
8. თუ ბოლოში ზიხარ და წინ თავისუფალი ადგილია, გადმოჯექი წინ და ისე მოითხოვე გაჩერება, ვინაიდან იხარჯება დიდი დრო, რატომ? სანამ შენ მოითხოვ გაჩერებას, მერე სანამ ბოლომდე არ გააჩერდება ტრანსპორტი ნაბიჯს არ დგამ, მერე სანამ წინ გადმოხვალ,მერე სანამ კარებს გააღებ,მერე სანამ ჩახვალ,მერე სანამ ფულს მოძებნი და ბოლოს მანამ კარებს დახურავ ამასობაში სხვას შესაძლოა სამსახურში დააგვიანდა.
9. იყავი ჰიგიენურად მოწესრიგებული.
P.s. ვიზრუნოთ ერთმანეთზე და გავუფრთხილდეთ ერთმანეთის ნერვებს. გისურვებთ მშვიდობიან მგზავრობას.
თხოვნა იქნება რომ გაიზიაროთ…

ლევან არჩვაძის ფეისბუქ-გვერდიდან

Facebook Comments Box

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,703,229 ნახვა
%d bloggers like this: