ეს საინტერესოა

ავსტრალიის პლაჟზე ბოთლში ჩადებული ყველაზე ძველი გზავნილი იპოვეს

Nusagi

ავსტრალიის კუნძულ ბეჯ-აილენდზე ბოთლში ჩადებული წერილი იპოვეს, რომელიც 132 წლის წინ დაიწერა და გაიგზავნა. ამის შესახებ The Guardian წერს.

ავსტრალიელმა ტონია ილმენმა ბოთლი მაშინ იპოვა, როდესაც მეუღლესთან ერთად პლაჟზე სეირნობდა. ქალმა იფიქრა, რომ ძველებური ბოთლი თაროზე ლამაზად გამოჩნდებოდა და სახლში წაიღო. შიგ სველი ფურცელი აღმოჩნდა , რომელზეც გერმანულ ენაზე ტექსტი იყო დაბეჭდილი. გზავნილის ავტორი ითხოვდა კოორდინატების და პოვნის თარიღის ჩაწერას და  შემდეგ მისთვის გაგზავნას.

როგორც გაირკვა, ბოთლი 1886 წელს არის გადაგდებული გერმანული იალქნიანი გემიდან “პაულა”, რომელიც ავსტრალიის სანაპიროდან 950 კმ-ზე ინდოეთის ოკეანეს კვეთდა. ხომალდი მონაწილეობას იღებდა წყალქვეშა დინებების რუქის შედგენაში, რომელზეც გერმანელი მეცნიერები მუშაობდნენ. ოკეანეში ათასი ბოთლი გადაყარეს, მათგან 662 დროთა განმავლობაში იპოვეს და მკვლევარებს დაუბრუნეს.

დასავლეთ ავსტრიის მუზეუმის სპეციალისტებმა ბოთლის სინამდვილე დაადასტურეს, აღმოჩნდა, რომ ის “პაულას” საბორტო ჟურნალშია მოხსენებული. ამას გარდა, მკვლევარებმა აღმოაჩინეს, რომ გზავნილზე არსებული წარწერა იგივე ხელითაა გაკეთებული, რომლითაც კაპიტნის ჩანაწერები.

გინესის რეკორდების წიგნის თანახმად, ბოთლში მოთავსებული ყველაზე ძველი წერილი ტალღებში 108 წელი და 138 დღე დაბორიალობდა, ტონია ილმენის ნაპოვნმა 24 წლით მეტი გაატარა წყალში, თუმცა არაოფიციალური რეკორდი ვერ მოხსნა, რომელიც იაპონელი მეზღვაურის ტუნოსუკე მაცუიამის გზავნილს ეკუთვნის, რომლის  გემი  1784 წელს ჩაიძირა. მის შესახებ ქოქოსის პალმაზე ამოტვიფრულმა ისტორიამ იაპონიაში მხოლოდ 1935 წელს ჩააღწია, ანუ 151 წლის შემდეგ.

 

 

Facebook Comments Box

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,594,988 ნახვა
%d bloggers like this: