განათლება

პლიუსი თუ პლუსი? სიმულანტი, თუ სიმულიანტი? ტრანსლაცია, თუ ტრანსლიაცია?

Nusagi

XIX-XX საუკუნეებში ევროპული ენებიდან მომდინარე სიტყვები ქართულში ძირითადად რუსული მეშვეობით შემოდიოდა. მათ შორისაა la და lu კომპლექსების შემცველი სიტყვები, რომლებიც რუსულმა სხვადასხვაგვარად გამოიტანა: ერთი მხრივ, ла და лу, მეორე მხრივ კი – ля და лю კომპლექსებით.

ამის შესაბამისად ეს კომპლექსები ქართულად გადმოვიდა, ერთი მხრივ, ლა და ლუ (კლასი, ლაქი, ლამპა, ბალანსი, პროკლამაცია…, შოტლანდია, ჰოლანდია…; კლუბი, ბლუზა, ლუპა..), მეორე მხრივ კი – ხან ლა და ლუ, ხან კი ლია და ლიუ ჯგუფებით (პლაჟი და პლიაჟიტრანსლაცია და ტრანსლიაციასპეკულანტი და სპეკულიანტისიმულანტი და სიმულიანტი…; პლუსი და პლიუსივალუტა და ვალიუტა….)

იმის გათვალისწინებით, რომ ქართული  თანხმოვანი თავისთავად საკმაოდ რბილი ბგერაა, ლიადა ლიუ ჯგუფების შუა  ხმოვანი, რომელიც -ს დამარბილებელ როლს ასრულებს, სრულიად ზედმეტი ხდება. გაცილებით მეტი სიახლოვეა la და ლა, lu და ლუ კომპლექსებს შორის, ვიდრე ლადა ლიალუ და ლიუ კომპლექსებს შორის. ამიტომ la და lu ჯგუფები ქართულად უფრო მარტივად – ლა და ლუ კომპლექსებით უნდა გადმოიცეს.

სწორი ფორმებია:

ლა, ლაფსუსი, ტრანსლაცია, კანცელარია, ეგზემპლარი, იზოლაცია, დუელანტი, სპეკულანტი, სიმულანტი, აკუმულატორი, პლაჟი, ალასკა…;

პლუსი, ვალუტა, ალუმინი, რეზოლუცია, მოლუსკი, ლუკი, პოლუსი, რევოლუცია, ლუთერი, ლუთერანული…

მაგრამ რუსული წარმოშობის გვარ-სახელებსა და გეოგრაფიულ სახელებში ля და лю ქართულად ლია და ლიუ კომპლექსებით გადმოიცემა:

ლიადოვი, ალიაბიევი, შალიაპინი, ულიანოვი,
ლიუდმილა, დობროლიუბოვი, ლიუბიმოვი;
ლიუბლიანა, იასნაია-პოლიანა…

ambioni.ge

Facebook Comments Box

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,588,670 ნახვა
%d bloggers like this: