საზოგადოება

ჩამოვიდა თუ არა ნათელა იტალიაში, ეგრევე დაიწყო მუშაობა ბაბუა არმანდოსა და ბებია მარიასთან

Nusagi

ჩამოვიდა თუ არა ნათელა იტალიაში, ეგრევე მუშაობა დაიწყო ბაბუა არმანდოსა და ბებია მარიასთან. ერთ სისხამ დილით მარია ბებომ, მიაწოდა ნათელას ხის ავეჯის საპრიალებელი საშუალება-„პრონტო“-ს კრემი და ჩვარი და თან დეტალურად აუხსნა, თუ როგორ უნდა გაეპრიალებინა მზითვებში მოყოლილი დიდი ხის კარადა,რომელც სახლის მეორე სართულზე, საწოლ ოთახში იდგა.

მაგრამ, ფაქტი ჯიუტია და ნათელია, რომ ნათელამ ამ მონოლოგიდან მხოლოდ და მხოლოდ -არმანდო, არმანდო, გაიგონა- ანუ ბაბუას სახელი. – „არმადიოს“-ანუ კარადის ნაცვლად. აცუნცულდა მეორე სართულზე ნათელა და „არმადიოს“(კარადის) ნაცვლად, საწოლში მოკუნტულ არმანდოს , ნაზად შეაზილა ხის საპრიალებელი კრემი ხელ-ფეხზე.

მეორე სისხამდილით, საკმაოდ გაბრაზებულმა მარია ბებომ, (რადგანაც კარადა გაუპრიალებელი დახვდა) ხელახლა მიაწოდა მოზრდილი შალის ნაჭერი, „პრონტოს“კრემი და იტალიური ექსპანსიურობითა და ჟესტიკულაციით აუხსნა ნათელას, თუ როგორ გაეპრიალებინა არმადიო ანუ კარადა. ფრიად ნათელია, რომ ნათელამ მხოლოდ და მხოლოდ -არანდო, არმანდო გაიგო!…

გაბრაზებულმა ნათელამ დაავლო ხელი „პრონტოს“ და შალის ნაჭერს, აუვარდა ბაბუას ოთახში,გადააძრო საბანი… შეშინებულმა არმანდომ ერთი კი შეკივლა -აიუტო, აიუტოოოო!!!- ანუ მიშველეთ, მიშველეთ!!!…მაგრამ დარჩა ხმა მღაღადებლისა უდაბნოსა შინა!…ნათელამ გადაავლო მთელ ტანზე კრემი და მანამდე აპრიალა სანამ ხელიდან გასხლტომა არ დაიწყო არმანდომ… წააფარა საბანი გაპრიალებულ არმანდოს, ჩამოვიდა და მარია ბებოს წინ მოიწმინდა შუბლზე ოფლი (ე.ი. ნახე რამდენი ვაპრიალეო) ხოლო „პრონტოს“ ცარიელი ბოთლი ამოატრიალა და მარცხენა ხელის ცერა თითზე სამჯერ დაირტყა, როგორც ღვინისაგან დაცლილი ყანწი (ე.ი. ასე მტრები დაგეცალოსო).

ლია უკლებას ფეისბუქ-გვერდიდან. იტალია

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,528,583 ნახვა
%d bloggers like this: