სილამაზე

ქეთი მაისურაძე- საქართველოში შილაკი საკმაოდ პოპულარულია

Nusagi

როგორც ყველა სიახლე. საქართველოში შილაკიც თავიდან დიდი ენთუზიაზმით არ მიუღიათ, თუმცა როგორც მანიკურის ახალგაზრდა სპეციალისტი, ქეთი მაისურაძე  Info Postalion-თან საუბარში აცხადებს, დღეს ის საკმაოდ პოპულარულია და ქალების უმეტესობა ჩვეულებრივ ლაქს შილაკს ამჯობინებს.

ქეთი მაისურაძე: შილაკი დაახლოებით, 5 წელია  შემოვიდა. თვიდან ეს იყო გელი, რომელიც ფრჩხილზე უნდა წაგესვათ და მხოლოდ ამის შემდეგ იფერებოდა, ახლა მეთოდი დაიხვეწა და უკვე პირდაპირ ფერი ისმევა. რეალურად, ეს არის ლაქ-გელი, შილაკს კი ერთ-ერთი ბრენდის, Shellac-ის გამო უწოდებენ. ლაქ-გელი ძალიან მოსახერხებელია მათთვის, ვისაც სალონში ხშირად სიარულის დრო არ აქვს, ვინაიდან გარდა იმისა, რომ განსხვავებული ბზინვარება აქვს, ლაქ-გელი 3-4 კვირა ძლებს, ჩვეულებრივი ლაქი კი მხოლოდ 4 დღე. არსებობს კიდევ ცივი შილაკი, რომელსაც  აპარატი არ ჭირდება, ჩვეულებრივ ლაქზე მდგრადია და დაახლოებით 1 კვირა არ გადადის.

-კიდევ რით განსხვავდება ცივი შილაკი ჩვეულებრივისგან?

-შილაკის მოცილებას თავისი პროცედურა აქვს მაშინ, როცა ცივ შილაკს ჩვეულებრივად, აცეტონითაც მოიცლით. და რა თქმა უნდა, ფასიც განსხვავებულია.

-საქართველოში პოპულარულია ფრჩხილების გაფორმება, დეკორი?

-დიახ, უკვე საკმაოდ პოპულარულია თვლები, სხვადასხვა სახის ნახატები, თუმცა ყველაზე მეტად ფრენჩი და ომბრე, რომლის გაკეთება შილაკზეც შესაძლებელია. ომბრე გულისხმობს ფერების ერთმანეთში გადასვლას, რაც ასევე სპეციალური აპარატის მეშვეობით, ეროგრაფით კეთდება. ფრჩხილი თავიდან ლაქით იფერება, შემდეგ კი მეორე ფერი აპარიტით ესხურება.

ფრჩხილზე თვლები რამდენ ხანს  ძლებს ?

-რამდენი ხანიც შილაკი გაგიძლებთ, ზუსტად იმდენს გაძლებს თვალიც.

 

– რამდენად უსაფრთხოა შილაკი ? სიმართლეა, რომ ძალიან აფუჭებს ფრჩხილის სტრუქტურას?

სიმართლე რომ გითხრათ,  არ მინახავს შილაკით დაზიანებული ფრჩხილები, თუმცა მაინც ვურჩევ ხოლმე მათ, ვინც ზედიზედ იკეთებს, ცოტა ხანი დაასვენონ, რომ ისუნთქოს ფრჩხილმა.  ყოველი 3 გაკეთების შემდეგ თუნდაც 1 კვირა. თბილისში ხშირად ჩამოდიან ბრენდის წარმომადგენლები და გვიტარებენ ტრენინგებს, გვაცნობენ სიახლეებს და გვასწავლიან ახალ მეთოდებს. ასე რომ, სრული პასუხისმგებლობით გეუბნებით: არც ლაქ-გელი და არც აპარატი არაფერს ვნებს.

 

Facebook Comments Box

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,530,859 ნახვა
%d bloggers like this: