ტექნოლოგია

ვირტუალური ასისტენტის, Siri-ს ავტორმა მას ბრიყვი უწოდა და Apple გააკრიტიკა

Nusagi

ვირტუალური ასისტენტის, Siri-ს ავტორმა მას ბრიყვი უწოდა და კომპანია Apple გააკრიტიკა. მისი თქმით, 5 წლის განმავლობაში “ეფლმა” ამ პროდუქტის გაუმჯობესება ვერ შეძლო. პორტალ Quartz-თან ინტერვიუში ვინარსკიმ განაცხადა, რომ Siri-ს გაშვების წინ ის სერიოზულ წინსვლას ელოდა, მაგრამ შედეგად, ვირტუალური ასისტენტი მოუქნელი პროდუქტი აღმოჩნდა. მეცნიერმა აღნიშნა, რომ Siri მხოლოდ მარტივ ყოფით ამოცანებს ართმევს თავს- შეუძლია შეხსენება და ფოსტის გაგზავნა.

ამასთან, ასისტენტს საერთოდ არ შეუძლია სმარტფონის პატრონის სურვილის გამოცნობა და ვერ ახერხებს გასაგები დიალოგის წარმართვას. ვინარსკის თქმით, პირველადი ჩანაფიქრით Siri გამოყენებული უნდა ყოფილიყო მხოლოდ ტურიზმის და გართობის სფეროში, თუმცა Apple-მა პროექტი უზარმაზარ თანხად შეიძინა და ასისტენტის უნივერსალურ თანაშემწედ გადაქცევა დაისახა მიზნად, მაგრამ ამოცანას თავი ვერ გაართვა.

მეცნიერი ამბობს, რომ Apple-ით გულგატეხილია, ვინაიდან მიუხედავად მთელი მისი რესურსებისა, სერვისის გაუმჯობესება ვერ შეძლო და თავდაპირველი ჩანაფიქრის განხორციელება ვერ მოახერხა .

 

Facebook Comments
თეგები

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,327,111 ნახვა
%d bloggers like this: