რელიგია

,,ადამიანს ჰგონია, რომ მისი ჯვარი ყველაზე მძიმეა!”

Nusagi

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ საკვირაო წირვის შემდეგ, ქადაგებისას განაცხადა, რომ ყველა ადამიანს ჰგონია, რომ მისი ჯვარი ყველაზე მძიმეა, სინამდვილეში ღმერთი თუ აძლევს ჯვარს, ასევე, აძლევს მისი ტარების ძალას.

“განვლო დიდი მარხვის სამმა კვირამ და დღევანდელ დღეს ეწოდება ჯვრის თაყვანისცემის კვირა. კიდევ ერთხელ უნდა ვიფიქროთ ჩვენ იმის შესახებ, რომ ჯვარი, რომელსაც ვატარებთ, ეს არის ღვთისგან ბოძებული, თუ ჩვენი ნებით აღებული. მძიმეა ჯვარი ღვთისგან ბოძებული, მაგრამ აუტანლად მძიმეა, როდესაც თვითონ იღებთ ჯვარს. ყოველ ადამიანს ჰგონია, რომ მისი ჯვარი ყველაზე მძიმეა. სინამდვილეში ღმერთი თუ აძლევს ჯვარს (და ჯვარი განსაცდელია), იგივე უფალი აძლევს ძალას, რომ ატაროს ეს ჯვარი. ზოგიერთი ადამიანი ისეთი ძლიერია, რომ სხვის ჯვარსაც ატარებს, მას ღმერთი ეხმარება, ღმერთი შველის, აძლევს ძალას. წმინდა იოანე ღვთისმეტყველი ამბობს: “ღმერთი არის სიყვარული. გაჭირვების დროს უნდა თქვათ, ღმერთი არის სიყვარული და სიყვარული გადამარჩენს. ღმერთმა ინებოს, რომ ის ჯვარი, რომელიც მოგვცა ღმერთმა, ბოლომდე მივიტანოთ ჩვენს მიწიერ ცხოვრებაში”.- განაცხადა პატრიარქმა.

 

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Post Alioni

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,524,400 ნახვა
%d bloggers like this: