მედიცინა

ამერიკელ ქალებს შეუძლიათ თავად, უშუალოდ შეამოწმონ კიბოს ზოგ სახეობაზე გენეტიკური განწყობის არსებობა

Nusagi

ამერიკელ ქალებს შეუძლიათ თავად, უშუალოდ შეამოწმონ კიბოს ზოგ სახეობაზე გენეტიკური განწყობის არსებობა. შეერთებული შტატების საკვების და მედიკამენტების ადმინისტრაციამ 6 მარტს დაამტკიცა კომპანიის “23-ენდ-მი” ტესტი, რომელიც საშუალებას იძლევა ძუძუს და რამდენიმე სხვა სახის კიბოს გენეტიკური რისკის ანალიზი სახლის პირობებში ჩატარდეს.

ინფორმაციას  imedinews-ი ,,ამერიკის ხმა”-ზე დაყრდნობით  ავრცელებს.

ტესტი აშშ-ის აფთიაქებში ურეცეპტოდ გაიყიდება და ის საავადმყოფოს, ან ამბულატორიულ პირობებში ჩატარებულ ანალიზთან შედარებით, გაცილებით იაფი დაჯდება. ეს პირველი შემთხვევაა, როცა კიბოს გენეტიკური რისკის ტესტის აღება და პასუხის მიღება ადამიანებს ექიმის დანიშნულების გარეშე, თვითონვე შეეძლებათ.

პროცედურა ძალიან მარტივია. ქალი ყიდულობს აფთიაქში ტესტს, თვითონ იღებს საკუთარი ნერწყვის ნიმუშს და შემდეგ იღებს პასუხს – აქვს თუ არა მას ძუძუს, ან საკვერცხის კიბოს დამართვის გაზრდილი რისკი. კაცების შემთხვევაშიც შეიძლება იყოს ძუძუს კიბოს  შანსი. კაცები ანალიზის შედეგად ასევე შეიტყობენ, აქვთ თუ არა მათ პროსტატის კიბოს დამართვის გაზრდილი რისკი.

საკვების და მედიკამენტების ადმინისტრაცია  სპეციალურ განცხადებაში  მომხმარებლებს აფრთხილებს, რომ პირველი ტესტი გენის მხოლოდ 3 მუტაციით გამოწვეულ რისკს აფიქსირებს. მაშინ როცა, ცნობილია, რომ გენეტიკური მუტაციების რაოდენობა ათასს აჭარბებს.

ძუძუს კიბო სხვა ტიპის კიბოს დაავადებებს შორის ამერიკელ ქალებში სიკვდილიანობის გამომწვევი რიგით მეორე მიზეზია. პირველ ადგილზე ფილტვის კიბოა. კიბოს ამერიკული საზოგადოება ვარაუდობს, რომ წელს შეერთებულ შტატებში, სულ ცოტა, 260 ათასი ძუძუს კიბოს ახალი დიაგნოზი დაისმება და ამ მიზეზით 41 ათასამდე ადამიანი დაიღუპება.

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ მეცნიერებმა წარმატებით გამოსცადეს ვაქცინა, რომელიც კიბოსგან სრულად კურნავს.

წყარო-imedinews

Facebook Comments Box

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,588,622 ნახვა
%d bloggers like this: