პოსტები სოციალური ქსელიდან

ბათუმის ის სული ჩამოიტანეს დედაქალაქში როგორითაც იზრდებოდნენ თავად

Nusagi

,,პირდაპირი მნიშვნელობით სცენაზე ვსხედვართ.ერთი აჩიკო (გოგიტიძე) გვერდით მიზის, მეორე (ბერიძე) ჩვენს წინ და იმ ეპოქას ვიხსენებთ, იმ ბედნიერ წლებს ვუტრიალებთ, როცა ეს ორი აჩიკო,კიდევ ორი ბერიძე (ნიკო და გიორგი), კიდევ მრავალი მათი თანატოლი პირველ ნაბიჯებს დგამდნენ დიდ სცენაზე.

ბათუმის ბავშვთა ოპერის სცენაზე. აჩიკო ბერიძეს  მასპინძლობს ვახტანგ ღლონტი, თუ აჩიკო გვმასპინძლობს, რა მნიშვნელობა აქვს. მთავარია სადაც ეს ორი აჩიკოა, ჩემთვის იქ არის სიყვარული, იქ არის მეგობრობა, ძმობა, გვერდით დგომა, ერთგულება.

ულამაზესი საღამო გამოვიდა,სხვანაირი არც შეიძლებოდა ყოფილიყო. ყველას ხომ თავისი ბათუმი დააქვს გულით. ჩემთვის ბათუმი ეს ორი კაცია, სულ ერთი  ციდებს კოჭებში რომ ეტყობოდათ დიდი გულის კაცობა.  კაცები, რომლებმაც თბილისს გააცნეს ის ბათუმი, უფრო ზუსტად, ბათუმის ის სული ჩამოიტანეს დედაქალაქში, როგორითაც იზრდებოდნენ თავად.  ისეთივე ბავშვური გულწრფელობით და უშუალობით დაიპყრეს დედაქალაქის დიდი და დიდებული სცენები, როგორც წლების წინ, ბათუმის ბავშვთა ოპერის სცენიდან მოაჯადოვეს მაყურებელი, საქართველოში თუ უცხოეთში.
Achiko Gogitidze Achiko Beridze მიყვარხართ და სადაც არ უნდა იყოს, სანაც არ უნდა ვიყო, ყოველთვის თქვენ გვერდით მიგულეთ.  უღრმესი მადლობა დღევანდელი დღისთვის”- წერს საკუთარ ფეისბუქგვერდზე, ჟურნალისტი ინგა ჩახვაშვილი

გუშინ, ქ. ბათუმის ხელოვნების ცენტრში,  მომღერალ აჩიკო ბერიძესთან,  შეხვედრა  და სალონური საღამო   გაიმართა 
Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Post Alioni

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 3,972,102 ნახვა
%d bloggers like this: