საზოგადოება

„ არსებობს მხოლოდ 2 სქესი, მედიცინას არ შეუძლია გოგო აქციოს ბიჭად, ან ბიჭი გოგოდ”

Nusagi

ექიმი ირინა წერეთელი სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს, რომელშიც  ცნობილი მეცნიერების ციტატები მოყავს. მეცნიერები აღნიშნავენ, რომ  ბუნებაში არსებობს მხოლოდ ორი სქესი,  საპირისპირო სქესის წარმომადგენლებად კი ადამიანები საკუთარი სურვილის გამო ხდებიან. 

“არავინ არის ჭეშმარიტად ტრანსგენდერი, რადგან სქესის ცვლილება “ფიზიკურად შეუძლებელია” რაც არ უნდა “დავბომბოთ” ადამიანი ჰორმონებითა და კოსმეტიკური საშუალებებით, ეს არაფერს ცვლის, აცხადებს ფილოსოფოსი რაიან თ. ანდერსონი ბოლოს გამოქვეყნებულ სტატიაში.

ერთ კონკრეტულ პირს შეუძლია თავი მოიკატუნოს, რომ იმ სქესს ეკუთვნის, რომელი სქესის წარმომადგენელიც რეალურად არ არის – ეს არასდროს წავა იმაზე წინ, ვიდრე მოატყუო საკუთარი თავი და არაფერი სხვა, რადგან ბიოლოგიური სქესი ფიზიკურად არის რეალობა, რისი კონტროლიც ინდივიდს არ სძალუძს.

“თანამედროვე მეცნიერება აჩვენებს, რომ ჩვენი სქესის ჩამოყალიბება იწყება DNA-სთან ერთად საშვილოსნოში და ფიზიკური სისტემა, ორგანოები და ყველაფერი , მოლეკულის დონემდე დაიყვანება” – წერს ანდერსონი. იმიტომ, რომ სქესი მონიჭებული ბუნებისგან არის შედეგი გენეტიკური “გრიმის” – განსაზღვრული ქრომოსომული კონფიგურაციით – მედიცინას არ შეუძლია გოგო აქციოს ბიჭად, ან ბიჭი გოგოდ. ”

კოსმეტიკურ საშუალებებით და სასქესო ჰორმონების შემცირება/მომატებით არ შეგვიძლია გავხდეთ საპირისპირო სქესის წარმომადგენელი” – “ასეთი საშუალებები მხოლოდ გავლენას იქონიებს გარეგნობაზე. მათ შეუძლიათ დააზიანონ ჩვენი რეპროდუქციული სისტემა ,თუმცა არ შეუძლიათ გარდაქმნან ეს უკანასკნელი და გვაქციონ საპირისპირო სქესის წარმომადგენლებად” Dr.Lawrence Mayer

Johns Hopkins-ის  უნივერსიტეტის მედიცინის სკოლის ფსიქიატრიული დეპარტამენტის პროფესორი აცხადებს, რომ მეცნიერება არ დგას ტრანსგენდერთა მხარეს. 2018 წელს გამოქვეყნებულ წიგნში სათაურით “როდესაც ჰარი გახდა სალი” – ანდერსონი ეხმიანება ტრანსგენდერთა მოძრაობას, ის დაობს თანამედროვე იდეოლოგიის წინააღმდეგ, სადაც ხალხი ხდება საპირისპირო სქესის წარმომადგენლები უბრალოდ იმიტომ, რომ ესე უნდათ. რაც საბოლოო ჯამში უზარმაზარ ზიანს აყენებს ხალხს, განსაკუთრებით  ბავშვებს – როგორც იცით ბრიტანეთში სულ უფრო მეტი და მეტი ბავშვი განიცდის გენდერულ დისფორიას, რაც ნიშნავს იმას, რომ საკუთარ სქესს ვეღარ აღიქვამენ სწორად.

რაც არ უნდა იძახონ ტრანსგენდერმა აქტივისტებმა “ბიოლოგიური სქესის” შესახებ – ჩვენ გვაქვს მხოლოდ ორი სქესი და არაფერი სხვა. არ არსებობს არანაირი სულიერი “კაცობა” და “ქალობა” რაც არ უკავშირდება ფიზიკურ სხეულს, რითიც ხშირად აპელირებენ მნიშვნელობა არ აქვს როგორ ცხოვრობ და როგორ აღიქვამ შენ თავს ეს არაფერს ცვლის.”- Jacob Stewart”-წერს ირინა წერეთელი ფეისბუქის საკუთარ გვერდზე.

Facebook Comments Box

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,524,397 ნახვა
%d bloggers like this: