კრიმინალი

ვერაზე, ტატიშვილის ქუჩაზე მოკლული კაცი გოგი რატიანია.

Nusagi

“მიმდინარე წლის 11 მარტს, თბილისში, ტატიშვილის ქუჩაზე, საკუთარ საცხოვრებელ სახლში 1957 წელს დაბადებული, წარსულში მრავალჯერ ნასამართლევი გ. რ. გარდაცვლილი იპოვეს. მას სავარაუდოდ ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული ჭრილობა აღენიშნება“, – აცხადებენ შსს-ში.

ვერაზე, ტატიშვილის ქუჩაზე მოკლული კაცი გოგი რატიანია. მანამდე გავრცელებული ცნობით, მოკლული თითქოს გოგი ხატოევი იყო. imedinews-ის ინფორმაციით, მოკლულის გვართან დაკავშირებით პრესაში შექმნილი გაუგებრობა იმან გამოიწვია, რომ რატიანი რამდენიმე წლის წინ ვიდრე გვარი არ შეიცვალა, ხატოევი იყო. ნაცნობები ამბობენ, რომ მას ოჯახი არასდროს ჰყოლია.

1957 წელს დაბადებული გოგი რატიანი ტატიშვილის ქუჩაზე, საკუთარ სახლში მოკლული დღეს იპოვეს. მკვლელობა სავარაუდოდ 11 მარტს, გამთენიისას მოხდა. არსებული ინფორმაციით, მას ჭრილობა ცეცხლსასროლი იარაღით მიაყენეს.

უწყების ცნობით, ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 108-ე, განზრახ მკვლელობის მუხლით მიმდინარეობს.

Facebook Comments Box

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,530,870 ნახვა
%d bloggers like this: