ახალი დამატებული

ქობულეთის, ხელვაჩაურისა და შუახევის პოლიციის სამმართველოებს ახალი უფროსები ჰყავს.

Nusagi

ქობულეთის, ხელვაჩაურისა და შუახევის პოლიციის სამმართველოებს ახალი უფროსები ჰყავს. როგორც გამოცემა “ბათუმელები” წერს, ქობულეთის სამმართველოს უფროსად დაინიშნა ვახტანგ ტერაშვილი, რომელიც ამ დრომდე აჭარაში ნარკობიუროს უფროსად მუშაობდა.

ხელვაჩაურის პოლიციის სამმართველოს დავით რიჟვაძე უხელმძღვანელებს, რომელიც ქალაქ ბათუმის პოლიციის სამმართველოს მეშვიდე განყოფილებაში მუშაობდა.

რაც შეეხება შუახევს, აქ სამმართველოს უფროსად დავით ბეჟანიძე დაინიშნა, რომელიც ამ დრომდე ხელვაჩაურის პოლიციის ჩაისუბნის განყოფილების უფროსი იყო.

Facebook Comments

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,338,417 ნახვა
%d bloggers like this: