ცოტნე გამსახურდია- ბაჩუკი გვანცელაძეს მართლაც ვესროლე იარაღი!

საქართველოს პირველის პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას პირადი მცველი ბაჩუკი გვანცელაძე „რუსთავი 2″-თან სიუჟეტში აცხადებს, რომ მანანა არჩვაძე-გამსახურდიას მოთხოვნით, ცოტნე გამსახურდიამ მას 3 ტყვია ესროლა.

გვანცელაძე ამტკიცებს, რომ ზვიად გამსახურდიას სიკვდილიდან მალევე, გროზნოში, პირად მცველთან სახლში, მანანა არჩვაძე გამსახურდია შვილთან, ცოტნე გამსახურდიასთან ერთად მივიდა და გვანცელაძეს სთხოვდა, პრეზიდენტის მკვლელად მაშინდელი პრემიერი, ბესარიონ გუგუშვილი დაესახელებინა. უარის მიღების შემდეგ კი, გვანცელაძის თქმით, მანანა არჩვაძე-გამსახურდიამ შვილს დაავალა, რომ მისთვის ესროლა.

 „მოვიდა ქალბატონი მანანა და ცოტნე. მაშინ ცოტნე პატარა იყო. ქალბატონი მანანა ცოტნეს ეუბნება ასეთ სიტყვებს – შენ მე მაგის გულისთვის წამოგიყვანე აქო? ცოტნეს ცრემლებით ჰქონდა სავსე თვალები. ადამიანს ასროლინა ჩემზე, სამი ტყვია მომარტყა”, – განაცხადა ბაჩუკი გვანცელაძემ.

საქართველოს პირველი პრეზიდენტის შვილი ცოტნე გამსახურდია ადასტურებს, რომ ბაჩუკი გვანცელაძეს გროზნოში ნამდვილად ესროლა იარაღი.

 „მე მართლაც ვესროლე ბაჩუკი გვანცელაძეს იარაღი, გროზნოში. მე ამას არათუ ვნანობ, მე ვნანობ მხოლოდ იმას, რომ მას უარესი არ გავუკეთე!” – განაცხადა ცოტნე გამსახურდიამ„რუსთავი 2″-თან საუბარში, თუმცა აქვე დასძინა, რომ გვანცელაძის დაჭრის დავალება დედას, მანანა არჩვაძე-გამსახურდიას არ მიუცია.

reportiori.ge

Facebook Comments

ახალი დადებული