საზოგადოება

მარჯანიშვილის სახელობის აკადემიერ თეატრში წარმატებული ემიგრანტი ქალები დააჯილდოეს

Nusagi

გუშინ, 10 მარტს კოტე მარჯანიშვილის სახელობის სახელმწიფო აკადემიერ თეატრში წარმატებული ემიგრანტი ქალები დააჯილდოეს. ღონისძიებ, რომლის  ორგანიზატორი და იდეის ავტორია ყოფილი ემიგრანტი ინა ასანიძე, თბილისის და ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერიის ხელშეწყობით ჩატარდა.

დიასპორული ორგანიზაციების მხრიდან, შეირჩა თოთხმეტი  ქალბატონი 7 ქვეყნიდან:  ელიკო წიკლაური – გერმანია, ნინო ჩეხოშვილი – ამერიკა, ნინო ტაბატაძე – ამერიკა, თამარ სამხარაძე – საბერძნეთი, ლია ხუციშვილი – საბერძნეთი, ლიზი მორი – ისრაელი, ეკატერინე სიხარულიძე – ესპანეთი, მაკა ლომსაძე – უკრაინა, ბელა მახარაძე – გერმანია, შორენა ბარბაქაძე – ამერიკა, მზია ხუცაშვილი – საბერძნეთი, მაია კარიმპიდი – კვიპროსი, თამარ შალამბერიძე – გერმანია და თიკა სვანიძე – ჰოლანდია.

როგორც პროექტის ორგანიზატორი ინა ასანიძე აღნიშნავს, ღონისძიება ეძღვნება მათ, ვინც უცხო ქვეყნებში, საკუთარი ქვეყნის ელჩები არიან და ქართულ საქმეს აკეთებენ. „პროექტის მიზანია, თითეული მათგანის საქმიანობას იცნობდნენ და აფასებდნენ საკუთარ სამშობლოში. ეს არის ამ ქალბატონების ერთგვარი აღიარებაც და წახალისებაც”-განაცხადა მან.

წარმატებული ემიგრანტი ქალების დაჯილდოების ცერემონია საქართველოში წელს მესამედ ჩატარდა .

    

Facebook Comments Box

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,524,400 ნახვა
%d bloggers like this: