პოსტები სოციალური ქსელიდან

ნანა გაბუნია-იმის მაგივრად სასიამოვნო ფოტოებს ვდებდე, იძულებული ვარ ამ ქალბატონის ფოტო დავდო

Nusagi

,,გუშინ ჩამოვფრინდი ეგვიპტედან. იმის მაგივრად, რომ კარგ რაღაცეებზე ვწერდე და ლამაზ ფოტოებს ვდებდე, იძულებული ვარ ამ  “სათნო”  ქალბატონის საქციელზე  დავწერო და მისი ფოტო დავდო…”-წერს ფეისბუქმომხმარებელი ნანა გაბუნია სოციალურ ქსელში და  საქართველოს პრეზიდენტის პრეს-მდივნის,  ეკა მიშველაძის ფოტოს ქვეყნებს. 

,,როგორც იცით, გამოცხადებული იყო გრიგალი, ჩვენ კი ამ დროს მოვფრინავდით თბილისში. ხურგადას აეროპორტში ძალიან ბევრი ხალხი იყო და მოსაცდელ დარბაზში ყველა სკამი (ადგილი) დაკავებული.  ჩემი 8 თვის ფეხმძიმე რძალი დაიღალა და მისთვის დასაჯდომ  ადგილს ვეძებდით. ეკა  მიშველაძის გვერდით თავისუფალი ადგილი დავინახეთ და იქით წავედით. ქალბატონმა  ეკამ არ დასვა(!!!!!) ადგილი დაკავებულიაო  უთხრა და უკან გამოაპანღურა!!

აი, ზუსტად ასეთი უნდა იყოს პრეზიდენტის პრეს-მდივანი, ასეთი მორალის! ჩემი აღშფოთების (ჩხუბის) შემდეგ, მხოლოდ ერთმა გოგონამ დაუთმო ადგილი

P.S. სხვათა შორის იქ ერთ-ერთი ტურისტული კომპანიის “ინფოტურის” მონაწილე ჟურნალისტები იყვნენ ძირითადად.”-– წერს ნანა გაბუნია.

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Post Alioni

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,588,574 ნახვა
%d bloggers like this: