საზოგადოება

SOS! გაფრთხილება PRIUS-ის თბილისელ მძღოლებს!

სოციალური ქსელების მომხმარებლები ავტომობილ TOYOTA PRIUS-ის მეპატრონეებს აფრთხილებენ, რომ თბილისში მასობრივად დაიწყო აღნიშნული მარკის ავტომაქანის ერთ-ერთი ნაწილის, კერძოდ მაყუჩის ქურდობა.  TOYOTA PRIUS -ის ფეისბუქის  ქართულ გვერდზე, მომხმარებლები ერთმანეთს ურჩევენ, შეადუღონ კატალიზატორის ქვემოთ განთავსებული ბოლტები.

“მეგობრებო მე-2 თაობაზე ყველამ დაასვარკებინეთ ქვედა ბოლტები, რომელიც კატალიზატორის ქვემოთაა. გახშირდა ქურდობის შემთხვევები.  რასაც უკავია ეს რკინა, ის ბოლტები დაადუღებინეთ .”-წერს ჯგუფის ერთ-ერთი წევრი.
როგორც კომენტარებით ირკვევა,  მხოლოდ ამ სტატუსის შემდეგ შეამოწმა საკუთარი ავტომობილი და აღნიშნული დეტალი უკვე მოპარული დახვდა.
როგორც ჯგუფის წევრები წერენ, საუბარია მაყუჩზე, სადაც მოთავსებულია კატალიზატორი, რომელიც გამონაბოლქვს ასუფთავებს.  მის გარეშე ავტომობილი მომავალში ტექდათვალიერებას  ვერ გაივლის, რაც ამ ნაწილის  ფასს საგრძნობლად გაზრდის  ჯგუფის წევრების აზრით, სწორედ ამიტომ იპარავენ ქურდები. როგორც ირკვევა, მსგავსი მაყუჩის შეძენა მძღოლებს უკვე 650 ლარი უჯდებათ.
ჯგუფის წევრები ითხოვენ, რომ სოციალურ ქსელში მაქსიმალურად მოხდეს ამ სტატუსის გაზიარება, რათა აღნიშნულმა ფაქტმა პოლიციის ყურადღება მიიპყროს.

Facebook Comments