საზოგადოება

აი სინამდვილეში სად და როგორ არის განლაგებული სავარჯიშო ტრენაჟორების ეს მოედანი

Nusagi
 სოციალური ქსელი მოიცვა ფოტომ, რომელზეც აღბეჭდილია მერიის ინიციატივით, სასაფლაოს გვერდით განლაგებული ტრენაჟორები. ფეისბუქმომხმარებლები მერიას აკრიტიკებენ და სასაფალაოზე ტრენაჟორების დადგმას სახუმარო ტექსტებს უძღვნიან.
ფოტოს ეხმაურება ადგილობრივი მაცხოვრებელი ანიტა კონოპლევა . მისი თქმით, პიროვნებამ, ვინც ტრენაჟორების ფოტო გაავრცელა, შეგნებულად კადრში არ მოახვედრა ლტოლვილებით დასახლებული კორპუსი, რომლის ეზოშიც რეალურად დგას აღნიშნული ტრენაჟორები.
ანიტა კონოპლევა თავის გადაღებულ ფოტოებს ავრცელებს და წერს:
“აი სინამდვილეში სად და როგორ არის განლაგებული სავარჯიშო ტრენაჟორების ეს მოედანი .  იმ ადამიანმა, რომელმაც გაავრცელა ის პროვოკაციული ფოტო, გამიზნულად “მოჭრა” ის უზარმაზარი დევნილთა კორპუსი, რომელიც ცხვირწინ უდგას… აქ ცხოვრობს 130-მდე ოჯახი, რომლებისთვისაც გაკეთდა ეს მოედანი, სხვათაშორის თვითონაც ითხოვდნენ ამას და რადგან ისედაც სასაფლაოს გვერდით ცხოვრობენ, ყველაფერზე უარი ვუთხრათ, არაფერი გავუკეთოთ?? თქვენი საღლიცინო რომ არ გახდეს ეს თემა და ამ ხალხის პირობები??”
 
Facebook Comments Box

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,524,397 ნახვა
%d bloggers like this: