აფრიკაში სექს-თოჯინებს ომი გამოუცხადეს

ზამბიის ხელისუფლება სექს-თოჯინებთან ბრძოლას აპირებს, რომლებიც  მედიის ინფორმაციით,  ადგილობრივ სექს-შოფებში შეიტანეს. ამის შესახებ South China Morning Post იუწყება.

ზამბიის ნაციონალური ხელმძღვანელობის და რელიგიის საქმეთა მინისტრმა გოდფრიდ სუმაილიმ განაცხადა, რომ სექს-თოჯინების გაყიდვა და მოხმარება უკანონოა. ეს ქმედებები ექცევა უხამსი ნივთების და მასალების დამზადება- შენახვის, იმპორტის, გაყიდვის და  დემონსტრირების ამკრძალავი კანონის მოქმედების ქვეშ  და ისჯება თავისუფლების აღკვეთით 5 წლამდე.

სუმაილის თქმით, სექს-თოჯინები ზამბიის ეროვნულ ტრადიციებს და პრონციპებს ეწინააღმდეგება. “ღმერთმა შექმნა ქალი და მამაკაცი სექსუალური სიამოვნების მისაღებად, მაგრამ ამის გაკეთება უსულო საგნებთან ამორალურია მაკაცისთვისაც და ქალისთვისაც- აღნიშნა მან,- მოდით, ნუ გადმოვიღებთ უცხოურ შეხედულებებს და გამოცდილებას. უბრალოდ გვჯეროდეს იმის, ვინც ვართ”.

სუმაილიმ განაცხადა, რომ პოლიცია ამოწმებს ინფორმაციას ქვეყანაში სექს-თოჯინების შეტანის შესახებ.

ლიბერალური პარტიის ლიდერმა “პატრიოტები ეკონომიკური პროგრესისთვის”, სექს-თოჯინებთან ბრძოლა დაგმო. “ზოგ მამაკაცს არასრულფასოვნების კომპლექსი აქვს. მათ არ შეუძლიათ სიყვარულში გამოტყდომა,-განაცხადა მან.- თუ მამაკაცები სექს-თოჯინას გამოიყენებენ, ეს შიდსით დაავადების რისკებს შეამცირებს”.

აღსანიშნავია, რომ ამჟამად ზრდასრული ზამბიელების 12, 4 % აივ ინფექციით არის დაავადებული.

 

 

Facebook Comments

ახალი დადებული