კრიმინალი

ვერაზე, ტატიშვილის ქუჩაზე მომხდარი მკვლელობა გახსნილია.

Nusagi

ტატიშვილის ქუჩაზე მომხდარი მკვლელობა გახსნილია. შსს-ს ცნობით, ეჭვმიტანილი დანაშაულის ჩადენიდან რამდენიმე საათში დააკავეს.

1957 წელს დაბადებული გოგი რატიანი ტატიშვილის ქუჩაზე, საკუთარ სახლში მოკლული გუშინ იპოვეს. მკვლელობა, სავარაუდოდ, 11 მარტს, გამთენიისას მოხდა. არსებული ინფორმაციით, მას ჭრილობა ცეცხლსასროლი იარაღით მიაყენეს.

უწყების ცნობით, ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 108-ე, განზრახ მკვლელობის მუხლით მიმდინარეობს. დანაშაული 7-15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

წინასწარი ინფორმაციით, მკვლელობა შურისძიებას უკავშირდება.

Facebook Comments Box

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,587,295 ნახვა
%d bloggers like this: