მოდის სამყარო იუბერ დე ჟივანშის ემშვიდობება

საფრანგეთში, 91 წლის ასაკში ცნობილი ფრანგი მოდელიორი მარკიზ იუბერ ჯეიმს მარსელ ტაფენ დე შივანში გარდაიცვალა.

თავისი მოდის სახლი ჟივანშიმ 1952 წელს, 25 წლის ასაკში დააფუძნა და ფრანგული მოდის ისტორიაში იმ მომენტისთვის  ყველაზე ახალგაზრდა კუტიურე გახდა. ის ცნობილია, როგორც ოდრი ჰეპბერნის, და ჟაკლინ კენედი-ონასისის საყვარელი დიზაინერი.

იუბერ დე ჯივანში ფრანგი არისტოკრატების შთამომავალი და მხატვარი პიერ-ადოლფ ბადენის შვილიშვილია. მუშაობა თავდაპირველად, ბალენსიაგას ატელიეში ასისტენტად დაიწყო. ჟივანში სტილს ქესპერტები ახასიათებენ, როგორც “თავშეკავებულ და რომანტიკულ ელეგანტურობას”.

დღეისთვის ჟივანშის მოდის სახლს ბრიტანელი დიზაინერი კლერ კელერი ხელმძღვანელობს.

  

Facebook Comments

ახალი დადებული