საგარეო პოლიტიკა

თბილისი რუსეთის საგარეო უწყებას სავარაუდოდ ხვალ უპასუხებს

Nusagi

საქართველოს პრემიერმინისტრის სპეციალური წარმომადგენელი რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში, ზურაბ აბაშიძე რუსეთის საგარეო უწყების მიერ პრემიერის მიმართვასთან დაკავშირებული პასუხის შეფასებისგან თავს იკავებს.

როგორც აბაშიძემ “პალიტრანიუსის” ეთერში თქვა, პოზიცია მას შემდეგ გახდება ცნობილი, რაც ამ საკითხზე მმართველი გუნდი შეჯერდება.

„ჩვენ მშვიდად გავეცნობით რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებას, სასწრაფო არაფერია, ჩამოვყალიბდებით და ალბათ ხვალ გვექნება ჩვენი პოზიცია, უფრო კონსოლიდირებული და გააზრებული. მე ახლა ამის კომენტირებისგან თავს შევიკავებდი“- განაცხადა ზურაბ აბაშიძემ.

დევნილთა მინისტრი სოზარ სუბარი განმარტავს რომ რუსეთთან კომუნიკაცია საჭიროა, თუმცა ეს ურთიერთობები გარკვეულ შედეგებზე უნდა იყოს დაფუძნებული.

ცოტა ხნის წინ რუსეთის საგარეო უწყებამ პრერმიერ გიორგი კვირიკაშვილის მიმართვას უპასუხა.

,,კმაყოფილებით აღვნიშნავთ მასში გამოხატულ განწყობას ორმხრივი ურთიერთობის ნორმალიზების პროცესის გაგრძელებისა და გარღმავებასთან დაკავშირებით” – აცხადებს ოფიციალური მოსკოვი.

როგორც პრემიერმინისტრ კვირიკაშვილის  მიმართვაშია აღნიშნული, საქართველოს მთავრობა კვლავ ადასტურებს, რომ დაინტერესებულია, მიაღწიონ რეალურ პროგრესს ჟენევის საერთაშორისო დისკუსიებში.

გიორგი კვირიკაშვილი განმარტავს, რომ ის მზად არის ამ პროცესში პირადად ჩაერთოს.

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Post Alioni

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,595,069 ნახვა
%d bloggers like this: