სოციალური ქსელები და მედია

ნაციონალები: ზუგდიდის მერია გულუას პარკის გასხვისებას აუქციონის გარეშე აპირებს

Nusagi

,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“  ზუგდიდის ორგანიზაციის მტკიცებით, მუნიციპალიტეტის მერია გულუას პარკის გასხვისებას აუქციონის გარეშე აპირებს.

პარტიის ადგილობრივი ორგანიზაციის თავმჯდომარემ ანი წითლიძემ ადგილზე, მდინარე ჩხოუშის მარცხენა სანაპიროზე ბრიფინგი გამართა და განაცხადა, რომ კომპანიის მფლობელი, რომელიც აქ კოპლექსის გაშენებას გეგმავს, გუბერნატორისა და ვიცე მერის მეგობარია.

„მხოლოდ იმის გამო, რომ კომპანიის მფლობელი რუსეთში მოღვაწე ბიზნესმენი ჯალაღონია შონიასა და გულორდავას მეგობარია, არ უნდა გასხვისდეს ზუგდიდელების საკუთრება ისეთ კომპანიაზე, რომელიც გასულ თვეს დარეგისტრირდა და არავითარი აქტივობა არ განუხორციელებია. სალომე ჯალაღონია მხოლოდ ფიქტიური მფლობელია და რეალურად „ზუგდიდისითის“ მისი მამა ფლობს“, – განაცხადა წითლიძემ.

მან ადგილობრივი ხელისუფლება კორუფციულ გარიგებებსა და პირადი ინტერესების გატარებაში დაადანაშაულა და საკრებულოსა მერიას მოუწოდა, ეს გადაწყვეტილება არ მიიღონ.

თავის მხრივ, სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნიის ადმინისტრაციაში მერიის ბრალდებებს უსაფუძვლოს უწოდებენ და ამბობენ, რომ ლევან შონია გოჩა ჯალაღონიას საერთოდ არ იცნობს.

„რაც შეეხება ნიკოლაძის ქუჩაზე არსებულ ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობის შესახებ პროექტს, ეს პროექტი სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის ადმინისტრაციაში, ამ დრომდე არ შემოსულა. განვმარტავთ, რომ მას შემდეგ რაც ამა თუ იმ კონკრეტულ საინვესტიციო პროექტს მერია და ჩვენი ადმინისტრაცია დასტურს მისცემს, ეგზავნება ეკონომიკის სამინისტროს, რომელიც აცხადებს აუქციონს ან კონკრეტული საინვესტიციო ვალდებულებებით იჯარით აძლევს მიწას ინვესტორს“, – აღნიშნეს სამხარეო ადმინისტრაციაში.

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიაში წითლიძის განცახდებას უკვე გამოეხმაურნენ.  უწყების განმარტებით, ნიკოლაძის ქუჩაზე არსებულ ტერიტორიაზე მრავლფუნქციური კომპლექსის მშენებლობის შესახებ პროექტით ინვესტორი ზუგდიდის მერიაში ორი კვირის წინ შემოვიდა. თუმცა პროექტის განხორციელებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიღებული არ არის, რადგან ეს პროექტი გაცნობითი ხასიათის იყო, რაზეც მუნიციპალიტეტს საბოლოო გადაწყვეტილება არ მიუღია.

ამასთან მუნიციპალიტეტი, ასევე მზად არის ნებისმიერი ინვესტორისგან მიიღოს მსგავსი ტიპის და ხასიათის წინადადებები და განცხადებები.

ამ წინადადებების მოწონების შემდეგ ინვესტორი ეკონომიკის სამინისტრს მიმართავს, რომელიც წყვეტს კონკრეტულ ფართზე აუქციონს გამოაცხადებს თუ საინვესტიციო ვალდებულებებით იჯარით გადასცემს ინვესტორს.

“რაც შეხება ანა წითლიძის მიერ გაკეთებულ განცხადებას, ვინმე გოჩა ჯალაღონიასთან თანამდებობის პირების მეგობრულ ურთიერთობებზე, არ შეესაბამება სიმართეს. გოჩა ჯალაღონია ზუგდიდის ვიცე მერი საერთოდ არ იცნობს.ანა წითლიძის განცხადებები არასახელმწიფოებრივია, ის კონკრეტული ინვესტიციის და ქალაქის განვითარების საწინააღმდეგო განცხადებებს აკეთებს”- აცახდებენ მერიაში.

სააქციო საზოგადოება ,,ზუგდიდი სითიმ” მრავალფუნქციური კომპლექსის ესკიზური პროექტის პრეზენტაცია 1 მარტს გამართა. პროექტის ღირებულება 12 000 000 ლარია.

პროექტი სასტუმროს, აპარტამენტის ტიპის საცხოვრებელი სახლის, ბიზნეს ცენტრის, ბოულინგის, ბავშვთა გასართობი მოედნების მშენებლობასა და გარე ტერიტორიის გამწვანებას ითვალისწინებს.

წყარო-imedinews

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Post Alioni

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,700,375 ნახვა
%d bloggers like this: