პოლიტიკა

ოპოზიციას რეზოლუციის ჩვენი ვერსია შევთავაზეთ ველოდებით პასუხსს

Nusagi

უმცირესობასა და უმრავლესობას შორის კონსულტაციები უშედეგოდ დასრულდა. ამ ეტაპისთვის, მხარეები რეზოლუციის ერთობლივ ტექსტზე ვერ შეთანხმდენენ. საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის არჩილ თალაკვაძის თქმით, ოცნებამ ოპოზიციას მათი ვერსია შესთავაზა, რაც ტატუნაშვილი-ოთხოზორიას სიის ფორმულირებასაც მოიცავს.

“მათ შორის ჩვენი ვერსია სიასთან დაკავშირებით ფორმულირებაზე, რომელიც გულისხმობს საქათველოს მოქალაქეების წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულში ბრალდებული და მსჯავრდებული პირების მიმართ პასუხისმგებლობის დაყენების საკითხს. ამაზე გვითხრეს, რომ გუნდში გაივლიან კონსულტაციებს და ამის შემდეგ გვეცოდინება მათი პოზიცია რეზოლუციის ტექსთან დაკავშირებით, რომელიც სესიამდე გასაჯაროვდება”,- განაცხადა არჩილ თაკალვაძემ.

შეხვედრის დასრულების შემდეგ, ევროპული საქართველოს ერთ-ერთმა ლიდერმა გიგა ბოკერიამ თქვა, რომ არჩილ ტატუნაშვილის რეზოლუციის თაობაზე, მმართველ გუნდთან ამ ეტაპზე შეთანხმება ვერ შედგა და შეხვედრა დატოვა.

აშშ-ის ელჩის იან კელის თქმით,, თუ არჩილ ტატუნაშვილთან დაკავშირებით საქართველოს პარლამენტის დოკუმენტი ორპარტიული იქნება, რეზოლუციის პროექტს მეტი ძალა ექნება.

ორ სხვადასხვა ტექსტში პრინციპული სხვაობა სანქციებშია. ოპოზიციისთვის მნიშვნელოვანია ე.წ. ოთხოზორია ტატუნაშვილის სიის შექმნა. ევროპულ საქართველოში იმედოვნებენ, რომ რეზოლუციაში მათ ამ მოთხოვნას გაითვალისწინებენ.

5 მარტს ევროპულმა საქართველომ უმრავლესობას ტატუნაშვილთან დაკავშირებით რეზოლუციის საერთო დოკუმენტის შექმნა შესთავაზა ბიუროს სხოდმაზე რეზოლუცია უმრავლესობამაც დაარეგისტრირა.

არჩილ თათუნაშვილი 22 თებერვალს დილით ახალგორიდან გაიტაცეს, 23 თებერვალს, გამთენიისას კი, დეფაქტო ცხინვალის ინფორმაციით, ის სუნთქვის უკმარისობით გარდაიცვალა.

Facebook Comments Box

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,525,229 ნახვა
%d bloggers like this: