სოციალური ქსელები და მედია

რუსი მაღალჩინოსნების ნაწილს შესაძლოა დიდ ბრიტანეთში შესვლა აუკრძალონ

Nusagi

რუსეთის ოფიციალური პირები, რომლებიც ჩართული არიან ადამიანის უფლებების დარღვევას და კორუფციაში დიდ ბრიტანეთში შესვლა აუკრძალონ. ამის შესახებ news.sky წერს.

გარდა ამისა, დიდმა ბრიტანეთმა შესაძლოა, “მაგნიტსკის აქტის“ მსგავსი კანონი მიიღოს, რომლის ფარგლებშიც, რუსეთის იმ მაღალჩინოსნებს, რომლებსაც კორუფციასთან და ადამიანის უფლებების დარღვევებთან აქვთ კავშირი, სანქციები დაუწესდებათ.

მაგნიტსკის აქტი მოქმედებს ამერიკის შეერთებულ შტატებში. პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ დოკუმენტს 2012 წლის დეკემბერში მოაწერა ხელი.

დიდი ბრიტანეთი გახდება მესამე ქვეყანა, შეერთებული შტატების და ესტონეთის შემდეგ, რომელმაც მანგიტსკის კანონი მიიღო.

სერგეი მაგნიტსკი Hermitage Capital Management-ის იურისტი იყო. მან რუსეთის ბიუჯეტიდან 5 მილიარდი რუბლის მიტაცების ფაქტი გამოავლინა. მის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღძრეს. მაგნიტსკი საპატიმროში, კერძოდ, მოსკოვის საგამოძიებო იზოლატორში 2009 წელს გარდაიცვალა.

წყარო-imedinews

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Post Alioni

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,594,971 ნახვა
%d bloggers like this: