საგარეო პოლიტიკა

რუსეთის საგარეო უწყება გიორგი კვირიკაშვილის  მიმართვას პასუხობს

Nusagi

რუსეთის საგარეო უწყება საქართველოს პრემიერმინისტრის, გიორგი კვირიკაშვილის მიმართვას პასუხობს.  როგორც განცხადებაშია ნათქვამი, მოსკოვში კვირიკაშვილის განცხადებას ყურადღებით გაეცნენ.

“მოსკოვში ყურადღებით გაეცნენ საქართველოს პრემიერმინისტრის გიორგი კვირიკაშვილის 9 მარტის განცხადებას. კმაყოფილებით აღვნიშნავთ მასში გამოხატულ განწყობას ორმხრივი ურთიერთობის ნორმალიზების პროცესის გაგრძელებისა და გარღმავებასთან დაკავშირებით. არავის უნდა ჰქონდეს ეჭვი, რომ რუსეთი ისევე როგორც ადრე, დაინტერესებულია მეზობელ საქართველოსთან ურთიერთობების გაჯანსაღებით და მზად არის, წავიდეს იმდენად წინ, რამდენადაც ამისთვის მზად არიან თბილისში. გიორგი კვირიკაშვილის მხრიდან ჟენევის დისკუსიებიზე პროგრესისკენ სწრაფვის აღნიშვნა, ბადებს მარტის ბოლოს დაგეგმილი მორიგი რაუნდის დროს ქართული მხარის კონსტრუქციულობის იმედს. დარწმუნებული ვართ, რომ ასეთ მიდგომას მხარს დაუჭერდნენ მოლაპრაკებების სხვა მონაწილეები იმის განურჩევლად, თუ ვინ უხელმძღვანელებს ჟენევაში საქართველოს დელეგაციას. შეუძლებელია ასევე არ მივესალმოთ აფხაზეთთან და სამხრეთ ისეთთან პირდაპირი დიალოგისკენ დეკლარირებულ სწრაფვას. სწორედ ასეთია იმ საკითხების რეგულირების ერთადერთი რეალური გზა, რომლებიც საქართველოს ადარდებს და, რომლებიც ორმხრივი რუსულ-ქართული დღის წესრიგის ფარგლებს სცილდება. კერძოდ, ეს ეხება საქართველოს მოქალაქესთან დაკავშირებით მომხდარ ბოლო დროინდელ სამწუხარო ინციდენტს” – ნათქვამია რუსეთის საგარეო უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში

როგორც პრემიერმინისტრ კვირიკაშვილის  მიმართვაშია აღნიშნული, საქართველოს მთავრობა კვლავ ადასტურებს, რომ დაინტერესებულია, მიაღწიონ რეალურ პროგრესს ჟენევის საერთაშორისო დისკუსიებში

 

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Post Alioni

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,587,286 ნახვა
%d bloggers like this: