პოლიტიკა

ქართველმა ხელოვანებმა პუტინს წერილი გაუგზავნეს

Nusagi

ქართველი ხელოვანები კატეგორიულად მოვითხოვთ, დაუყოვნებლივ მოხდეს, ჩვენი მოქალაქის , არჩილ ტატუნაშვილის გადმოსვენება, რათა ოჯახმა და მთლიანად ქვეყანამ შევძლოთ ცხედრის დატირება,-ამის შესახებ საქართველოს კულტურის პალატისა და საქართველოს კულტურის სფეროს მოღვაწეთა წერილშია ნათქვამი, რომელიც დღეს, საქართველოს ფოსტიდან რუსეთში ოფიციალურად გაიგზავნა. წერილს , რომლის ადრესატიც  რუსეთის პრეზიდენტი ვლადემერ პუტინია, უცვლელად გთავაზობთ:

რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტს,
ბატონ ვლადიმერ პუტინს
თბილისი / 11.03.2018
საქართველოს კულტურის პალატისა და საქართველოს კულტურის სფეროს მოღვაწეთა ღია წერილი
ჩვენ, საქართველოს ხელოვნების სფეროში მოღვაწე ადამიანები შეშფოთებულები ვართ არჩილ ტატუნაშვილის დაღუპვის გამო. მდგომარეობას კიდევ უფრო ამძიმებს ის გარემოება, რომ ორ კვირაზე მეტია, ოკუპირებული ცხინვალის რეგიონიდან ვერ ხერხდება ცხედრის გადმოსვენება.
ბატონო ვლადიმერ, ეს ფაქტი კიდევ უფრო აღვივებს რუსეთთან დაპირისპირებას და დარტყმის ქვეშ აყენებს ისედაც შესუსტებულ ქართულ-რუსულ ურთიერთობას. ჩვენ, ქართველი ხელოვანები კატეგორიულად მოვითხოვთ, დაუყოვნებლივ მოხდეს, ჩვენი მოქალაქის – არჩილ ტატუნაშვილის გადმოსვენება, რათა ოჯახმა და მთლიანად ქვეყანამ შევძლოთ ცხედრის დატირება.

ლია მიქაძე,

ნუნუ გაბუნია

მარიკო კვალიაშვილი

ზურა ყიფშიძე

ირმა სოხაძე

თამრიკო ჭოხონელიძე

მაკა მახარაძე

ასმათ ტყაბლაძე

თეიმურაზ გვალია

დავით ოქიტაშვილი  

და სხვები

 

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,587,286 ნახვა
%d bloggers like this: