ახალი დამატებული

დამიანები ვისაც პარკინგის საშვი ნაყიდი აქვს დამატებით არაფერს გადაიხდიან

Nusagi

სითი პარკთან მერიის ხელშეკრულების გაუქმების შემდეგ გაჩენილ უამრავ კითხვებს შორის არის ასეთიც – რა მოუვა უკვე შეძენილ საპარკინგე საშვს? ამ კითხვას თბილისის მერმა, კახა კალაძემ გადაცემა “პირისპირში“ უპასუხა.

“ყველაფერი გაგრძელდება ჩვეულებრივ: ადამიანები, ვისაც პარკინგის საშვი ნაყიდი აქვს, დამატებით არაფერს გადაიხდიან“ – განაცხადა კახა კალაძემ.

თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, თბილისის მერია 2018 წლის 10 აპრილიდან სითი პარკთან კონტრაქტს წყვეტს. ამის შესახებ კალაძემ ბრიფინგზე განაცხადა.  თავად კომპანიაში აცხადებენ, რომ ისინი თავიანთ უფლებებს სამართლებრივი გზით დაიცავენ. სითი პარკთან ხელშეკრულების გაწყვეტის გამო მერია პირგასამტეხლოს არ გადაიხდის.

კომპანია სითი პარკსა და თბილისის მერიას შორის ხელშეკრულება 2007 წელს გაფორმდა  და ის ძალაში 2024 წლის 31 დეკემბრამდე უნდა ყოფილიყო

Facebook Comments Box

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,595,028 ნახვა
%d bloggers like this: