საზოგადოება

თბილისის მერია მზად არის დაიცვას თავისი მოქალაქეების ინტერესები

Nusagi

თბილისის მერი კახა კალაძე, სითი პარკის განცხადებას ეხმაურება, რომლის თანახმადაც კომპანია სასამართლოსთვის მიმართვას აპირებს. კალაძის განცხადებით, თბილისის მერია მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში დაიცავს თავის და მოქალაქეების ინტერესებს. ამის შესახებ მან გადაცემა “პირისპირში“ განაცხადა.

“ჩვენ ვისმენთ დღეს განცხადებებს, რომ ისინი სასამართლოში აპირებენ წასვლას… არბიტრაჟში აპირებენ წასვლას… კიდევ ერთხელ ვეუბნები ამ კომპანიას: სადაც უნდათ, დედამიწის ნებისმიერ ქვეყანაში, ნებისმიერ წერტილზე თბილისის მერია მზად არის დაიცვას თავისი ინტერესები, თბილისის მერია მზად არის დაიცვას თავისი მოქალაქეების ინტერესები“ – ამბობს თბილისის მერი.

თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, თბილისის მერია 2018 წლის 10 აპრილიდან სითი პარკთან კონტრაქტს წყვეტს

Facebook Comments Box

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,703,156 ნახვა
%d bloggers like this: