პოლიტიკა

ნატო ჩხეიძე-იქ რაც ეწერა, მე ცინიკური ვერაფერი დავინახე

Nusagi

პატრიოტთა ალიანსის დეპუტატის ნატო ჩხეიძის შეფასებით, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გიორგი კვირიკაშვილის მიმართვას ადეკვატურად უპასუხა.

“იქ რაც ეწერა, მე ცინიკური ვერაფერი დავინახე. როგორც წესი, დიპლომატიურ წერილებში ცინიზმი არ არის ხოლმე. მერე როგორ ხდება იმის შესრულება რაც წერილებში წერია, ეს სხვა თემაა, მაგრამ წერილები ყოვლად გამართულია და ადეკვატური. ჩემთვის გაუგებარია რა ცინიზმი შეიძლება დაენახათ ამ წერილში სხვა პარტიებს”- განაცხადა ნატო ჩხეიძემ.

მისივე თქმით არ იცის კონკრეტულად რა სიტყვებით შეაფასეს მოსკოვში ტატუნაშვილის გარდაცვალება და ამიტომ ამ თემაზე კომენტარს ვერ გააკეთებს.

“გარდაცვალება სამწუხაროა და ყველა ნორმალური ადამიანი ასე მიიღებს ამ ამბავს. სამწუხაროდ მე ორიგინალში არ წამიკითხავს ეს წერილი, თქვენ მეკითხებით არის თუ არა ეს ინციდენტი- მე უნდა გავეცნო და ამის შემდეგ მოგახსენებთ პასუხს ამ კითხვაზე” განაცხადა პატრიოტთა ალიანსის დეპუტატმა.

რუსეთის საგარეო უწყებამ პრემიერ გიორგი კვირიკაშვილის მიმართვას გუშინ უპასუხა”კმაყოფილებით აღვნიშნავთ მასში გამოხატულ განწყობას ორმხრივი ურთიერთობის ნორმალიზების პროცესის გაგრძელებისა და გარღმავებასთან დაკავშირებით” – აცხადებს ოფიციალური მოსკოვი

Facebook Comments Box
თეგები

ავტორის შესახებ

Post Alioni

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,535,670 ნახვა
%d bloggers like this: