პოლიტიკა

დავით უსუფაშვილი-სერგეი ლავროვის უწყების განცხადება საქართველოსთვის შეურაცხმყოფელია

Nusagi

„შენების მოძრაობის“ ლიდერი დავით უსუფაშვილი აცხადებს, რომ რუსეთის ხელისუფლებამ კარგად გამოიყენა ის შეცდომები, რომელიც პრემიერ-მინისტრმა რუსეთის ხელისუფლებისადმი გაგზავნილ წერილში დაუშვა.

უსუფაშვილის თქმით, კრემლმა პრემიერის განცხადება, რომ საქართველო მზად არის აფხაზ და ოს ხალხთან დიალოგისთვის, გაიგო, როგორც სეპარატისტულ რეჟიმებთან დიალოგის მზაობა.

ოპოზიციური პარტიის ლიდერი აცხადებს, რომ სერგეი ლავროვის უწყების განცხადება საქართველოსთვის შეურაცხმყოფელია.

„ფორმას რაც შეეხება, არის აბსოლუტურად შეურაცხმყოფელი ქვეყნისთვის. შინაარსში ჩვენ ვხედავთ რუსეთის ძალიან ოსტატურ მცდელობას, გამოიყენოს ის შეცდომები, რომელიც პრემიერის მიმართვაში იყო ასახული. მან აფხაზებთან და ოსებთან დიალოგი უცებ გადაიტანა აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის სახელმწიფოსთან პირდაპირ დიალოგში – ასე გაიგო.
მოგვიწონა საერთოდ, რომ ბოლოს და ბოლოს, გონს მოვედით და რუსეთს უნდა ველაპარაკოთ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთისგან დარჩენილი საქართველო და ამ საქართველოსთან რუსეთი მზად არის ბევრი რამისთვის.

მოგვიწონა, რომ თურმე, მზად ვართ აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან, როგორც სახელმწიფოებთან, ორმხრივ დიალოგში ჩავერთოთ. მიგვანიშნა, რომ ტატუნაშვილის ცხედრის თემაც რუსეთის მხრიდან მხოლოდ მწუხარებას იმსახურებს, მაგრამ ის მოსაგვარებელია ორ სახელმწიფოს, ანუ თბილისსა და ცხინვალს შორის ურთიერთობით და რუსეთმა, აბა, რა ქნას? და გვითხრა, რომ ელის ჩვენი მხრიდან კონსტრუქციულობას ჟენევის პროცესში.

საბოლოო ჯამში, მან მოგვიწონა ჩვენი მცდელობა, რომ გამოვსწორდეთ“– აცხადებს დავით უსუფაშვილი.

დავით უსუფაშვილის ფეისბუქგვერდიდან

 

Facebook Comments Box

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,703,214 ნახვა
%d bloggers like this: