ახალი დამატებული

ოკუპირებულ აფხაზეთში საზღვრის უკანონო გადაკვეთის ბრალდებით საქართველოს მოქალაქე დააკავეს

Nusagi

ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. საზღვრის უკანონო გადაკვეთის ბრალდებით საქართველოს მოქალაქე დააკავეს. დაკავებული ჯიხაშკარში მცხოვრები გიორგი ზარანდიაა.

მისი აყვანა ენგურის ხიდზე მდებარე საგუშაგოსთან მოხდა.

ინფორმაციას მომხდარის შესახებ საოკუპაციო რეჟიმის ე.წ. უშიშროების სამსახური ავრცელებს.

განცხადებაში წერია, რომ გალის რაიონის ე.წ. პროკურატურამ 1984 წელს დაბადებული საქართველოს მოქალაქის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღძრა და ე.წ საზღვრის უკანონო გადაკვეთის ბრალდებით გამოძიება დაიწყო.

Facebook Comments Box

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,524,400 ნახვა
%d bloggers like this: